მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უნივერსიტეტებსა და პროფსასწავლებლებში სწავლის უფლება 34 150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა | ეროვნული გამოცდების შედეგები
უნივერსიტეტებსა და პროფსასწავლებლებში სწავლის უფლება 34 150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა | ეროვნული გამოცდების შედეგები

უნივერსიტეტებსა და პროფსასწავლებლებში სწავლის უფლება 34 150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა | ეროვნული გამოცდების შედეგები

BM.GE25 აგვისტო, 2026, 15:15|bm.ge

2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34 150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

მათი ინფორმააციით, საბაკალავრო საფეხურზე 29 481 აბიტურიენტი ისწავლის. მათგან, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 17 862 აბიტურიენტი, ხოლო კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 11 619 აბიტურიენტი.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 3141-მა აბიტურიენტმა (1322 - სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში, 1819 - კერძო პროფესიულ სასწავლებელში).

ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხა 1528 გამოსაცდელი (სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში - 1495, კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში - 33).

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში აცხადებენ, რომ იმის გასაგებად, მოიპოვა თუ არა სწავლის უფლება შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე, გამოსაცდელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და პაროლი.

"შეგახსენებთ, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, წელს აბიტურიენტებს მიეცათ შესაძლებლობა, მათთვის სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიც აერჩიათ.

ამასთანავე, სახელმწიფო უზრუნველყოფს იმ აბიტურიენტების სრულ დაფინანსებას, რომელთაც სწავლის უფლება მოიპოვეს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის უფლება", - აცხადებენ უწყებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • წინასწარი შედეგების მიხედვით, ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ადალეთი“ ხმების 72.3 პროცენტით ლიდერობსიმედი
  • მთავრობის გადაწყვეტილებით, XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის ფულადი პრიზები გაიცემარუსთავი 2
  • თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 500 ათასი ლარი გამოიყოფორმულა
  • 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას – EUნეტგაზეთი
შედეგები →

მსგავსი სტატიები

ინვესტორის მოთხოვნები დეველოპერულ პროექტზე: რატომ არის მათი გათვალისწინება წარმატების მთავარი წინაპირობა?

ინვესტორის მოთხოვნები დეველოპერულ პროექტზე: რატომ არის მათი გათვალისწინება წარმატების მთავარი წინაპირობა?

BM.GE

7–8 სექტემბერს ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს (GIMF 2026) უმასპინძლებს

7–8 სექტემბერს ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს (GIMF 2026) უმასპინძლებს

BM.GE

ვანსა და ბაღდათში გეოლოგიური კვლევები ჩატარდა - მომზადდება გეოლოგიური საფრთხეების განახლებული ბაზები

ვანსა და ბაღდათში გეოლოგიური კვლევები ჩატარდა - მომზადდება გეოლოგიური საფრთხეების განახლებული ბაზები

BM.GE

Global Finance-მა საქართველოს ბანკი სოციალური მედიის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა

Global Finance-მა საქართველოს ბანკი სოციალური მედიის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა

BM.GE