მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

BM.GE8 ივლისი, 2026, 19:18|bm.ge

თიბისი აგრძელებს ახალი თაობის ტექტალანტების მხარდაჭერას. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად, ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში მომზადებული საქართველოს ნაკრები წელს ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ მე-10 ოლიმპიადაზე (EJOI 2026) იასპარეზებს.

EJOI ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო შეჯიბრია 16 წლამდე ასაკის პროგრამისტებისთვის, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდა მონაწილეები ეჯიბრებიან. ოლიმპიადა 24-30 ივლისს ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გაიმართება და მასში საქართველოს ნაკრებთან ერთად 24 ქვეყნის ახალგაზრდა ტალანტები იასპარეზებენ.

საქართველოს სახელით ოლიმპიადაზე ოთხი ახალგაზრდა პროგრამისტი იასპარეზებს:

• გიორგი ციბაძე – სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, ქუთაისის დაპროგრამების სკოლა AiaSoft. • დიმიტრი შენგელია– პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“. • ნატალია პაპაშვილი– ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“. • რიჩარდ ბარბაქაძე– ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“.

მათ საერთაშორისო ასპარეზზე მონაწილეობის უფლება ჰაბის ფარგლებში ჩატარებულ საკვალიფიკაციო და შესარჩევ ტურებზე ნაჩვენები შედეგების საფუძველზე, მაღალი კონკურენციის პირობებში მოიპოვეს. ყველა ეტაპზე მათ მენტორობას ნაკრების ლიდერი, გიორგი მანდარია და თანალიდერი, ბაქარ გამეზარდაშვილი უწევენ.

ოლიმპიადის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების წევრებმა სპეციალური ინტენსიური მოსამზადებელი პროგრამა გაიარეს, რომლის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რთული ალგორითმული ამოცანების ამოხსნასა და სპორტულ პროგრამირებას, რათა საერთაშორისო კონკურენციისთვის მაქსიმალურად მზადყოფნაში შეხვდნენ.

თიბისი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში სისტემურად უჭერენ მხარს საქართველოში STEM განათლების განვითარებას, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენასა და მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარდგენას. ჰაბი მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით მოტივირებული მოსწავლეების გამოვლენას, მათი ცოდნის გაღრმავებასა და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მომზადებას.

თიბისისთვის განათლებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, ბრენდი განაგრძობს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ახალგაზრდებს საერთაშორისო შესაძლებლობებს უხსნის და მათ პროფესიულ განვითარებას უწყობს ხელს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს საგარეო ვალი $9 მილიარდია - ვისი ვალი აქვს ქვეყანას?

საქართველოს საგარეო ვალი $9 მილიარდია - ვისი ვალი აქვს ქვეყანას?

BM.GE

მთავრობამ საწვავის აქციზიდან 2026 წლის 7 თვეში 442 მილიონი ლარი მიიღო

მთავრობამ საწვავის აქციზიდან 2026 წლის 7 თვეში 442 მილიონი ლარი მიიღო

BM.GE

2026 წლის პირველ 7 თვეში მთავრობამ პრივატიზაციიდან 115 მლნ მიიღო

2026 წლის პირველ 7 თვეში მთავრობამ პრივატიზაციიდან 115 მლნ მიიღო

BM.GE

ბანკთაშორისი დაკრედიტება წლიურად 724%-ით, 842 მილიონ ლარამდე გაიზარდა

ბანკთაშორისი დაკრედიტება წლიურად 724%-ით, 842 მილიონ ლარამდე გაიზარდა

BM.GE