მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. TikTok-ი სამხრეთ კორეაში $7 მილიონით დააჯარიმეს
TikTok-ი სამხრეთ კორეაში $7 მილიონით დააჯარიმეს

TikTok-ი სამხრეთ კორეაში $7 მილიონით დააჯარიმეს

BM.GE24 ივლისი, 2026, 13:42|bm.ge

სამხრეთ კორეის პერსონალური მონაცემების დაცვის კომისიამ სოციალურ ქსელ TikTok-ს 10.3 მილიარდი ვონის ($7 მლნ) ოდენობის ჯარიმა გამოუწერა. როგორც ირკვევა, მარეგულირებელმა ორგანომ ეს გადაწყვეტილება პლატფორმის მიერ მომხმარებელთა ქცევითი მონაცემების უკანონო შეგროვებისა და ამ ინფორმაციის პერსონალიზებული რეკლამებისთვის გამოყენების გამო მიიღო.

უწყების ცნობით, სინგაპურში ბაზირებულმა კომპანიამ TikTok Pte. Ltd.-მ ე.წ. რიგ ვებგვერდებსა და აპლიკაციებში ჩაშენებული ინსტრუმენტების მეშვეობით სამხრეთ კორეაში 9.45 მილიონი მომხმარებლის მონაცემები შეაგროვა. საზედამხედველო ორგანოს განმარტებით, კომპანიას ამ მოქმედებების შესახებ მომხმარებლები ჯეროვნად არ გაუფრთხილებია.

TikTok-ის დაჯარიმების პარალელურად, სამხრეთ კორეის მარეგულირებელმა ტექნოლოგიური გიგანტის, Apple Inc.-ის ორ შვილობილ კომპანიასაც გამოუწერა ჯამურად $170,000-ს ჯარიმები და არსებული პრობლემების გამოსწორებისთვის დრო მისცა. განმარტებისთვის, საუბარია ხმოვანი ასისტენტის, Siri-ს მიერ მომხმარებელთა ჩანაწერებისა და ტრანსკრიპტების უნებართვო შეგროვებაზე.

ცნობისთვის, Apple-ი Siri-ს მომხმარებელთა ხმოვან ჩანაწერებსა და ტექსტურ ტრანსკრიპტებს თანხმობის გარეშე 2019 წლის აგვისტომდე აგროვებდა. 2019 წლის ოქტომბრიდან კი კომპანიამ ხმოვანი ჩანაწერების შეგროვებაზე ნებართვის მოთხოვნა დაიწყო. როგორც ახლა გაირკვა, ამ ცვლილების მიუხედავად, ის პროცესს კვლავ დარღვევით აგრძელებდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორც წესი, ეს ერთი მოვლენის შედეგი არაა... ავარიებისგან არცერთი ქვეყანაა დაზღვეული - ენერგეტიკოსი დენის გათიშვაზე

როგორც წესი, ეს ერთი მოვლენის შედეგი არაა... ავარიებისგან არცერთი ქვეყანაა დაზღვეული - ენერგეტიკოსი დენის გათიშვაზე

BM.GE

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნება|მოსაკრებელი და წესები

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნება|მოსაკრებელი და წესები

BM.GE

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის

BM.GE

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

BM.GE