მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს
თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს

თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს

BM.GE29 ივლისი, 2026, 17:02|bm.ge

თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად მეორე ვადით, 6 წლით აირჩიეს. მას მხარი სამეურვეო საბჭოს 8 წევრმა დაუჭირა. ის ამ პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო.

დღეს ბერძენიშვილმა არხის მომდევნო 6-წლიანი მართვის გეგმა წარადგინა და საბჭოს წევრთა კითხვებს უპასუხა.

მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში თინათინ ბერძენიშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო, ვინც პირველ ტურში გადავიდა.

ბერძენიშვილმა 2020 წელს პოსტი მას შემდეგ დაიკავა, რაც ყოფილი ხელმძღვანელი ვასილ მაღლაფერიძე ვადაზე ადრე გადადგა, თუმცა დარჩა საზმაუში.

2026 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2025 წლის ქონებრივ მდგომარეობას ასახავს, ბერძენიშვილს შარშან საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე 130 650 ლარი აქვს მიღებული (თვეში დაახლოებით 10 887 ლარი).

დეკლარაციიდან ასევე ირკვევა, რომ 2025 წლის 8 მაისს თინათინ ბერძენიშვილმა თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, 177 კვ.მ ფართობის ბინა შეიძინა. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, მან უძრავ ქონებაში 220 000 აშშ დოლარი გადაიხადა. იქვე აღნიშნულია, რომ ბინის შესაძენად გამოყენებულია იპოთეკური სესხი. გასული წლის 17 იანვარს ბერძენიშვილმა შეიძინა მსუბუქი ავტომანქანა FORD ESCAPE (2023 წლის მოდელი). ავტომობილის საფასურმა 19 000 ევრო შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

BRICS-ის ქვეყნები ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ - ვინ ესწრება სამიტს?

BRICS-ის ქვეყნები ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ - ვინ ესწრება სამიტს?

BM.GE

არ შეიძლება ავიაკომპანია მუდმივად სახელმწიფო დოტაციაზე იყოს მიერთებული - ავიაციის ექსპერტი შიდა ფრენებზე

არ შეიძლება ავიაკომპანია მუდმივად სახელმწიფო დოტაციაზე იყოს მიერთებული - ავიაციის ექსპერტი შიდა ფრენებზე

BM.GE

თანამდებობები დატოვეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსებმა

თანამდებობები დატოვეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსებმა

BM.GE

NFL-ის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი 2026 წელს

NFL-ის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი 2026 წელს

BM.GE