მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თხილზე შარშანდელივით მაღალ ფასს არ ველით - „ჯეო ნათსი“
თხილზე შარშანდელივით მაღალ ფასს არ ველით - „ჯეო ნათსი“

თხილზე შარშანდელივით მაღალ ფასს არ ველით - „ჯეო ნათსი“

BM.GE9 აგვისტო, 2026, 03:40|bm.ge

გაზაფხულსა და ზაფხულში მოსულმა უხვმა ნალექმა შესაძლოა, თხილის მოსავლის აღებასა და მის ხარისხზე უარყოფითი გავლენა იქონიოს. ამის შესახებ BMG-ის კომპანია „ჯეო ნათსის“ დირექტორმა, ჯენერ ბელქანიამ განუცხადა.

რაც შეეხება პროდუქციის ღირებულებას, „ჯეო ნათსის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ საბოლოო ფასის პროგნოზირება ჯერჯერობით რთულია და აგვისტოს ბოლოს გახდება ცნობილი. თუმცა „ჯეო ნათსის“ დირექტორი არ ელის, რომ თხილზე ფასი შარშანდელივით მაღალი იქნება.

"რადგან მთელი გაზაფხული და ზაფხული სულ წვიმიანი პერიოდი გვაქვს, თუ ასე გაგრძელდა მოსავლის აღებაზე ამინდი ძალიან ნეგატიურად იმოქმედებს. თხილი ძირითადად მიწიდან იღება და კრეფაზე ნაკლები პროცენტით მიდის. თუ ასეთი ამინდი გაგრძელდა, ხარისხი ცოტა გაუარესდება.

დღესდღეობით ფასის კონტური ჯერ არ ჩანს, რომ ზუსტად გითხრათ, ფასი ამდენია-მეთქი. ამ ეტაპზე ძალიან ნედლი თხილის ფასი დაახლოებით 3-დან 3.50 ლარამდეა, მაგრამ ვიმეორებ, რომ ეს საბოლოო ფასი არ არის. ნედლ თხილს ყოველთვის დაბალი ფასი ჰქონდა. თხილი უნდა იყოს კარგად და ხარისხიანად აღებული, აქედან გამომდინარე, გლეხებს ეს დაახლოებით 20 აგვისტოდან ეცოდინებათ. თხილი ცოტა უნდა გაშრეს, 17%-მდე მაინც. დღესდღეობით ტენიანობა, თქვენ წარმოიდგინეთ, დაახლოებით 30-დან 40%-მდეა. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა ფასი იქნება. თუმცა შარშანდელ ფასს არ ველით, რადგან მსოფლიოში ჭარბი რაოდენობის თხილი და რეკორდული მოსავალია", - ამბობს ბელქანია.

ბოლო სამ წელში თხილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები თითქმის 92%-ით გაიზარდა. ასე მაგალითად თუ 2023 წელს საქართველომ 89.5 მლნ დოლარის ღირებულების თხილი გაყიდა, შარშან ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 172 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ამ მაჩვენებლით თხილი ქვეყნის მთავარი საექსპორტო საქონლის ათეულშია.

ქართული თხილის მთავარი საექსპორტო ბაზრები (2025 წელი):

• იტალია - 36.8 მლნ დოლარი; • ესპანეთი - 25 მლნ დოლარი; • საფრანგეთი - 11.4 მლნ დოლარი; • გერმანია - 11.3 მლნ დოლარი; • სირია - 8.2 მლნ დოლარი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მადრიდი ტურისტულ რეკორდს ხსნის - ვიზიტორების დანახარჯები €10 მილიარდს აჭარბებს

მადრიდი ტურისტულ რეკორდს ხსნის - ვიზიტორების დანახარჯები €10 მილიარდს აჭარბებს

BM.GE

ივლისში, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 7 ათასით შემცირდა

ივლისში, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 7 ათასით შემცირდა

BM.GE

ევროპაში გაზის მარაგები 2011 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

ევროპაში გაზის მარაგები 2011 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

BM.GE

აშშ-მა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია ირანთან კავშირის გამო დაასანქცირა

აშშ-მა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია ირანთან კავშირის გამო დაასანქცირა

BM.GE