მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. TOP-10 კომპანია საქართველოდან, რომელიც რუსეთში ყველაზე მეტ ღვინოს ყიდის
TOP-10 კომპანია საქართველოდან, რომელიც რუსეთში ყველაზე მეტ ღვინოს ყიდის

TOP-10 კომპანია საქართველოდან, რომელიც რუსეთში ყველაზე მეტ ღვინოს ყიდის

BM.GE14 ოქტომბერი, 2026, 03:58|bm.ge

2026 წლის 8 თვეში საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე 102 მლნ დოლარის ღირებულების 34 898 ტონა ღვინო გავიდა.

საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-აგვისტოში საქართველომ ღვინის ექსპორტით (52 419 ტონა) სულ 164 მლნ აშშ დოლარი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვინის ექსპორტის ექსპორტის 67% სწორედ რუსეთზე მოდის. საექსპორტო სამეულში არიან პოლონეთი, უკრაინა და ჩინეთი. დანარჩენ ბაზრებზე კი 4 მილიონ დოლარზე ნაკლები ღირებულების ღვინოს ვყიდით.

რუსეთი - 102.196 მლნ აშშ დოლარის (34 898 ტონა)პოლონეთი - 10.697 მლნ აშშ დოლარის (4 092 ტონა)უკრაინა - 7.505 მლნ აშშ დოლარის (2 714 ტონა)ჩინეთი - 6.279 მლნ აშშ დოლარის (2 149 ტონა)ყაზახეთი - 5.007 მლნ აშშ დოლარის (1 494 ტონა)გერმანია - 4.904 მლნ აშშ დოლარის (1 018 ტონა)ბელარუსი - 4.243 მლნ აშშ დოლარის (1 537 ტონა)აშშ - 3.623 მლნ აშშ დოლარის (615.8 ტონა)ლატვია - 3.281 მლნ აშშ დოლარის (747.4 ტონა)თურქეთი - 2.330 მლნ აშშ დოლარის (393.3 ტონა).

BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა იმ TOP-10 ღვინის ექსპორტიორო კომპანიის სია, რომლებმაც 2025 და 2026 წლის 8 თვეში, რუსეთში ყველაზე მეტი ღვინო გაყიდეს.

შენიშვნა: ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

სს ბადაგონისს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანაშპს GVMT Groupშპს ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდიშპს ასკანელი ძმებიშპს დუგლაძეების ღვინის კომპანიაშპს კახური ტრადიციული მეღვინეობაშპს კახური ღვინის მარანიშპს შალვინოშპს წინანდლის ძველი მარანი.

ცნობისთვის: როგორც 10 ოქტომბერს რუსული მედიიდან გახდა ცნობილი, „როსპოტრებნადზორმა“ „სანიტარული მიზნებით“, კერძოდ „ფიზიკურ-ქიმიურ მაჩვენებლებსა და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამობის“ გამო, დროებით აკრძალა „თელიანი ველის“, „თბილღვინოს“, „ვაინმენის“ და „ასკანელი ძმების“ პროდუქცია. როგორც საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ჩანს, "დროებითი აკრძალვა" top-ექსპორტიორებიდან, ჯერჯერობით, მხოლოდ "ასკანელ ძმებს" შეეხო.

"დროებითი ემბარგო" შეეხო მინერალური წყალი „ნაბეღლავის“, „ქართული ლუდის კომპანიის“ პროდუქციას და ასევე, საქართველოში წარმოებულ „კოკა-კოლას", რომლის ექსპორტსაც "კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია" რუსეთში არც ახორციელებს. პროდუქცია რუსულ ბაზარზე, სავარაუდოდ, საბითუმო მოვაჭრეების გზით ხვდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 270 სტატია.

  • ზელენსკი: პარტნიორებისგან სადაზვერვო გაფრთხილება არ მიგვიღია ღამით რუსეთის დარტყმამდეფორმულა
  • "თავდასხმა სრულიად უაზრო იქნება" - ნატოს მთავარსარდალი გრინკევიჩი რუსეთს აფრთხილებსრუსთავი 2
  • EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი დაამტკიცატვ პირველი
  • რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზე, სავარაუდოდ, ქართველი მეცნიერებიც იმუშავებენნეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

რატომ გაკოტრდა Character.AI?

რატომ გაკოტრდა Character.AI?

BM.GE

Meta-მ ChatGPT-სა და Claude-ის კონკურენტი ახალი მოდელები წარადგინა

Meta-მ ChatGPT-სა და Claude-ის კონკურენტი ახალი მოდელები წარადგინა

BM.GE

Microsoft-მა NVIDIA-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად ახალი ჩიპი შექმნა

Microsoft-მა NVIDIA-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად ახალი ჩიპი შექმნა

BM.GE

AI-ის ბოროტად გამოყენებამ შესაძლოა 2100 წლისთვის კაცობრიობის განადგურება გამოიწვიოს - ახალი კვლევა

AI-ის ბოროტად გამოყენებამ შესაძლოა 2100 წლისთვის კაცობრიობის განადგურება გამოიწვიოს - ახალი კვლევა

BM.GE