მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თორნიკე შენგელია კარიერას "დუბაიში" გააგრძელებს
თორნიკე შენგელია კარიერას "დუბაიში" გააგრძელებს

თორნიკე შენგელია კარიერას "დუბაიში" გააგრძელებს

BM.GE27 ივლისი, 2026, 22:19|bm.ge

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია "ბარსელონას" დატოვებს და კარიერას "დუბაიში" გააგრძელებს. ესპანური მედიის ცნობით 34 წლის ქართველი მძიმე ფორვარდი "დუბაიში" მისთვის კარგად ნაცნობ ხავიერ პასკუალთან მიდის - სპეციალისტთან, რომელთანაც კატალონიურ კლუბში მუშაობდა.Encestando-ს ინფორმაციით, თორნიკე შენგელიამ "ბარსელონისგან" თავისივე კონტრაქტის 900 000 ევროდ გამოსყიდვა გადაწყვიტა, რათა შეუერთდეს ამბიციურ პროექტს, რომლის მიზანი, მინიმუმ, ევროლიგის ”ოთხთა ფინალში” მოხვედრა იქნება.შენგელია კვლავაც ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მძიმე ფორვარდად მიიჩნევა. "ბარსელონას" საკმაოდ არადამაჯერებელი სეზონისა და კლუბში მიმდინარე ცვლილებების ფონზე კი, ქართველი კალათბურთელის გადაბირებით ამ ზაფხულს ევროლიგის არაერთი კლუბი დაინტერესდა.“თორნიკე შენგელია "დუბაის" მომდევნო კვირაში შეუერთდება. ამ ვარიანტის გარდა, მას ასევე ჰქონდა წინადადება "ფენერბაჰჩესგან", "პარტიზანისა" და "ოლიმპიაკოსისგან". საბოლოოდ შენგელიამ არჩევანი "დუბაიზე" გააკეთა, რომელმაც გამოსასყიდი თანხა, 900 000 ევრო გადაუხადა.ქართველი კალათბურთელის მიზანი კარიერის მიწურულს ევროლიგის მოგებისთვის ბრძოლაა. მას “ოთხთა ფინალში” გასვლა სურს, "დუბაის" პროექტს კი წარმატებულად მიიჩნევს. იქ მას მნიშვნელოვანი როლი ექნება, "ბარსელონაში" მის ყოფილ მწვრთნელთან ხავი პასკუალთან”, - წერს ესპანური წყარო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

OPEC-მა 2026 წლის გლობალური მოთხოვნის პროგნოზი შეამცირა

OPEC-მა 2026 წლის გლობალური მოთხოვნის პროგნოზი შეამცირა

BM.GE

ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

BM.GE

IBM-მა და NASA-მ მთვარის საკვლევად ხელოვნური ინტელექტის მოდელი წარადგინეს

IBM-მა და NASA-მ მთვარის საკვლევად ხელოვნური ინტელექტის მოდელი წარადგინეს

BM.GE

TSMC-ის შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა

TSMC-ის შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა

BM.GE