
ტრამპი 80 წლის გახდა - ვინ არიან მასზე უხუცესი და მსოფლიშო ყველაზე ახალგაზრდა ლიდერები
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, 14 ივლისს 80 წლის გახდა, რის შემდეგაც ის მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულ მოქმედ ლიდერთა რეიტინგში დაწინაურდა.
ორგანიზაცია Pew Research Center-ის მიერ გაეროს 186 წევრი სახელმწიფოს მეთაურთა მონაცემების გამოკვლევით დადგინდა, რომ ამჟამად მოქმედი მსოფლიო ლიდერებიდან ამერიკის პრეზიდენტზე უფროსი 16 პოლიტიკოსია.
რეიტინგის სათავეში კამერუნის 93 წლის პრეზიდენტი პოლ ბია იმყოფება. იგი საკუთარ პოსტს უკვე 44 წელია ინარჩუნებს. სიაში მეორე ადგილზეა საუდის არაბეთის 90 წლის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი, რომელმაც მართვის სადავეები 2015 წელს ჩაიბარა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ უხუცესი ლიდერების დიდი ნაწილი აფრიკის კონტინენტის სახელმწიფოებზე მოდის. კერძოდ, ტრამპზე უხუცესი მმართველები ჰყავთ: მალავის, კოტ-დ'ივუარს, ეკვატორული გვინეას, ზიმბაბვეს, კონგოს რესპუბლიკასა და უგანდას.
რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტზე ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, კვლევის თანახმად მათ შორის ყველაზე უმცროსი მოქმედი სახელმწიფო მეთაური ნეპალის 36 წლის პრემიერ-მინისტრი ბალენ შაჰია. მან ეს პოსტი მიმდინარე წლის მარტში, მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე დაიკავა. პარალელურად, ახალგაზრდა ლიდერთა სამეულში ხვდებიან ისლანდიის 38 წლის პრემიერ-მინისტრი კრისტუნ ფროსტადოტირი და ბურკინა-ფასოს 38 წლის პრეზიდენტი იბრაჰიმ ტრაორე. აღსანიშნავია, რომ ტრაორე ისლანდიელ კოლეგაზე ორი თვით უფროსია.
BM.GE
წყარო: bm.ge