მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპი აანონსებს, რომ აშშ გერმანიაში სამხედრო კონტინგენტს კიდევ შეამცირებს
ტრამპი აანონსებს, რომ აშშ გერმანიაში სამხედრო კონტინგენტს კიდევ შეამცირებს

ტრამპი აანონსებს, რომ აშშ გერმანიაში სამხედრო კონტინგენტს კიდევ შეამცირებს

BM.GE5 მაისი, 2026, 00:30|bm.ge

ამერიკის შეერთებული შტატები გერმანიაში განთავსებულ სამხედრო ძალებს იმაზე მეტად შეამცირებს, ვიდრე ეს აქამდე იყო დაგეგმილი. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ქვეყნიდან იმაზე გაცილებით მეტი ჯარისკაცი გამოვა, ვიდრე პენტაგონის მიერ დასახელებული 5,000 პირია.

თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნული გადაწყვეტილება ფლორიდაში ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა. როგორც ირკვევა, თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა გაყვანის ბრძანება ევროპაში არსებული ვითარების გადახედვის შემდეგ გამოსცა. ცნობისთვის, ამ დროისთვის გერმანიაში დაახლოებით 33,000 ამერიკელი სამხედრო რჩება.

შეხსენებისთვის, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცსა და დონალდ ტრამპს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება. როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ კანცლერმა ვაშინგტონი ირანთან კონფლიქტში "დამცირებულად" მოიხსენია, რასაც თეთრი სახლის მწვავე რეაქცია მოჰყვა. პრეზიდენტმა ტრამპმა გერმანელ კოლეგას ურჩია, შიდა გამოწვევებს, მათ შორის მიგრანტთა კრიზისს მიხედოს. ტრამპმა გააკრიტიკა NATO-ს წევრი სხვა ევროპული ქვეყნებიც და ისინი ირანზე განხორციელებული იერიშების დროს უმოქმედობაში დაადანაშაულა. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ტრამპი სამხედრო კონტინგენტის გაყვანით ესპანეთსა და იტალიასაც დაემუქრა, რადგან ჯორჯა მელონი და პედრო სანჩესი ირანში მიმდინარე ომს ასევე აკრიტიკებენ. თუმცა, გერმანიისაგან განსხვავებით, კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით თეთრ სახლს ან პენტაგონს ჯერჯერობით არაფერი განუცხადებიათ.

აღსანიშნავია, რომ შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ 5,000 ამერიკელი სამხედროს ქვეყნიდან გაყვანის დაანონსებას გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი მალევე გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო და ამან ევროპას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა აიღოს. NATO-ს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, ელისონ ჰარტმა აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარება ევროპის მხრიდან თავდაცვაში მეტი ინვესტიციის ჩადების საჭიროებაზე მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის გადაწყვეტილებას ამერიკელი კანონმდებლების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. სენატორმა როჯერ უიკერმა და კონგრესმენმა მაიკ როჯერსმა სამხედრო ძალების შემცირებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს. მათი განცხადებით, ევროპაში სამხედრო ყოფნის ნაადრევი შემცირება ვლადიმერ პუტინისთვის "არასწორი სიგნალი" იქნება.

ცნობისთვის, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გლობალური სამხედრო პოზიციების გადახედვა მიმდინარე წლის დასაწყისში დაასრულა. იმ დროისთვის მომზადებული ანგარიში ევროპიდან ჯარების მასშტაბურ გაყვანას არ ითვალისწინებდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 136 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE