
ტრამპი არჩევნების წინ საწვავის სტრატეგიულ რეზერვებს იყენებს
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სახლების გასათბობად, საწვავის სტრატეგიული რეზერვების მესამედი გამოიყოფა.
ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი ზამთრის მოახლოებასთან ერთად საწვავზე ფასების ზრდის შეკავებაა.
აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება მეინის შტატში მიმდინარე დაძაბულ წინასაარჩევნო კამპანიას ემთხვევა, სადაც სენატორობისთვის რესპუბლიკელი სიუზან კოლინზი და დემოკრატი ტროი ჯექსონი იბრძვიან. ამჟამად მეინის შტატში მთავარი გამოწვევა სწორედ გაძვირებული ენერგეტიკული რესურსებია, რომელმაც, შესაძლოა, ამ არჩევნების ბედ-იღბალი გადაწყვიტოს. ანალიტიკოსების შეფასებით, თავად მეინის შტატში გამართული არჩევნები, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს სენატში რესპუბლიკელების ან დემოკრატების უმრავლესობის მოსაპოვებლად.
ენერგეტიკული ადმინისტრაციის მონაცემებით, აშშ-ში გათბობისთვის განკუთვნილი ნავთობის საშუალო ფასი $6.14-ს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია. რაც შეეხება ბენზინსა და დიზელს, მათ ფასები წლიურად საშუალოდ 70-80%-ით არის გაზრდილი.
BM.GE
წყარო: bm.ge