მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “ტრამპი გრენლანდიის დასაკავებლად ძალის გამოყენებას გამორიცხავს“ - აშშ-ის ელჩი დანიაში
“ტრამპი გრენლანდიის დასაკავებლად ძალის გამოყენებას გამორიცხავს“ - აშშ-ის ელჩი დანიაში

“ტრამპი გრენლანდიის დასაკავებლად ძალის გამოყენებას გამორიცხავს“ - აშშ-ის ელჩი დანიაში

BM.GE23 მაისი, 2026, 19:30|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად სამხედრო ძალის გამოყენება გამორიცხა. ამის შესახებ დანიაში აშშ-ის ელჩმა, კენ ჰაუერიმ ხუთშაბათს, გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში აშშ-ის საკონსულოს ახალი შენობის გახსნაზე განაცხადა.

გრენლანდიური მაუწყებლის, KNR-ის კითხვაზე, კვლავ სურდა თუ არა შეერთებულ შტატებს გრენლანდიის დაუფლება, ჰაუერიმ უპასუხა: "პრეზიდენტმა ძალის გამოყენების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა. გრენლანდიის მომავალი თავად გრენლანდიელებმა უნდა გადაწყვიტონ".

მანამდე ტრამპი უარს ამბობდა, გამოერიცხა სამხედრო მოქმედებები გრენლანდიაზე (რომელიც დანიის სამეფოს შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველი ტერიტორიაა) კონტროლის მოსაპოვებლად.

ხუთშაბათს შეერთებულმა შტატებმა ნუუკის ცენტრში თავისი საკონსულოს ახალი და უფრო დიდი შენობა ოფიციალურად გახსნა.

KNR-ის ცნობით, გრენლანდიასა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ცერემონიას გრენლანდიის მთავრობის არცერთი წევრი არ დასწრებია.

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა მანამდე განაცხადა, რომ მიღებას არ დაესწრებოდა. მიწვევაზე უარი თქვა დანიის პარლამენტში გრენლანდიის წარმომადგენელმა ნაია ჰ. ნათანიელსენმაც. გახსნის ცერემონიალზე არც დანიის მთავრობის ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ.

პარალელურად, საკონსულოს ახალი შენობის მიმდებარედ ასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. უკმაყოფილების გამოსახატად დემონსტრანტები სკანდირებდნენ: "გრენლანდია გრენლანდიელებს ეკუთვნით".

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 136 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE