მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპი კანადურ კომპანიებს აშშ-ში გადასვლისკენ მოუწოდებს, რათა ტარიფებს ასცდნენ
ტრამპი კანადურ კომპანიებს აშშ-ში გადასვლისკენ მოუწოდებს, რათა ტარიფებს ასცდნენ

ტრამპი კანადურ კომპანიებს აშშ-ში გადასვლისკენ მოუწოდებს, რათა ტარიფებს ასცდნენ

BM.GE31 აგვისტო, 2026, 23:07|bm.ge

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადის მიმართ კრიტიკა კიდევ უფრო გაამწვავა. ტრამპმა მეზობელი ქვეყანა ურთიერთობების ექსპლუატაციაში დაადანაშაულა, საკუთარი სატარიფო პოლიტიკა ისევ დაიცვა და კანადურ კომპანიებს წარმოების დაუყოვნებლივ ამერიკაში გადატანისკენ მოუწოდა, რათა ტარიფებს ასცდნენ.

სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ განცხადებებში აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სწორედ მის მიერ დაწესებულმა ტარიფებმა გადაარჩინა ამერიკული ავტოინდუსტრია. ტრამპის თქმით, 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებისას კომპანია Ford-ი დეტროიტის მსხვილი ქარხნის დახურვას გეგმავდა, სატარიფო პოლიტიკის ამოქმედების შემდეგ კი აღნიშნული საწარმო სრული დატვირთვით მუშაობს და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოგებიან ობიექტს წარმოადგენს. ამასთან, მან დასძინა, რომ ანალოგიური ვითარებაა Ford-ისა და General Motors-ის სხვა საწარმოებშიც.

საკუთარი სატარიფო პოლიტიკის წარმატებაზე საუბრის შემდეგ, ტრამპმა ყურადღება კანადაზე გადაიტანა და ის უდიდეს სავაჭრო დამრღვევად შეაფასა. მისი თქმით, ვაშინგტონს კანადური ავტომობილების, სათადარიგო ნაწილებისა და სხვა პროდუქციის იმპორტი არ სჭირდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანადური კომპანიები, რომლებიც ამერიკულ ბაზარზე ოპერირებენ, შეერთებულ შტატებში გადასვლის შემთხვევაში ტარიფებისგან სრულად გათავისუფლდებიან.

შეგახსენებთ, რომ ძალაში შევიდა აშშ-ის 50%-იანი ტარიფები დაახლოებით $20 მილიარდის ღირებულების კანადურ საქონელზე. საპასუხოდ, კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის ადმინისტრაციამ ამერიკულ იმპორტზე ანალოგიური მოცულობის საპასუხო, 50%-იანი ტარიფები გამოაცხადა, რომლებიც ძალაში 8 სექტემბრიდან შევა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 182 სტატია.

  • დონალდ ტრამპ უმცროსის მტკიცებით, მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონიმედი
  • დონალდ ტრამპი ირანზე: ლიდერები აღარ ჰყავთ, მათი საზენიტო სისტემები სრულად განადგურდა, ისინი მტკიცე და ძლიერი, თუმცა ძალიან ბოროტი ადამიანები არიანრუსთავი 2
  • დონალდ ტრამპმა საკუთარი თავი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთ „უდიდეს“ პრეზიდენტად გამოაცხადაფორმულა
  • სასამართლომ უკანონოდ ცნო ტრამპის სავიზო აკრძალვა, რომელიც საქართველოსაც ეხებოდანეტგაზეთი
ტრამპის →

მსგავსი სტატიები

$3.4 მლრდ-იანი Tbilisi Waterfront-ის პროექტი 2040 წლამდე უნდა დასრულდეს - Eagle Hills-მა გენგეგმა წარადგინა

$3.4 მლრდ-იანი Tbilisi Waterfront-ის პროექტი 2040 წლამდე უნდა დასრულდეს - Eagle Hills-მა გენგეგმა წარადგინა

BM.GE

1-ელი სექტემბრის ღონისძიებების ანონსი

1-ელი სექტემბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE

ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

BM.GE

ევროკომისიამ ChatGPT-ი, Reddit-ი და Roblox-ი მკაცრ რეგულაციებს დაუქვემდებარა

ევროკომისიამ ChatGPT-ი, Reddit-ი და Roblox-ი მკაცრ რეგულაციებს დაუქვემდებარა

BM.GE