მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპი საფრანგეთს ფრანგულ ღვინოზე 100%-იანი ტარიფებით დაემუქრა - რის გაუქმებას ითხოვს აშშ?
ტრამპი საფრანგეთს ფრანგულ ღვინოზე 100%-იანი ტარიფებით დაემუქრა - რის გაუქმებას ითხოვს აშშ?

ტრამპი საფრანგეთს ფრანგულ ღვინოზე 100%-იანი ტარიფებით დაემუქრა - რის გაუქმებას ითხოვს აშშ?

BM.GE15 ივნისი, 2026, 23:42|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთს ახალი სავაჭრო ომის დაწყებით დაემუქრა. ამერიკელი ლიდერმა განაცხადა, რომ თუ ოფიციალური პარიზი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისთვის დაწესებულ ციფრულ გადასახადებს არ გააუქმებს, ვაშინგტონი ფრანგულ ღვინოზე 100%-იან ტარიფებს დააწესებს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ დონალდ ტრამპმა ეს გაფრთხილება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს პირადად გადასცა. ცნობისთვის, ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებზე ფრანგული ღვინის გლობალური გაყიდვების მეხუთედი მოდის და ეს სექტორი ქვეყანას $2 მილიარდის შემოსავალს აძლევს. ანალიტიკოსები მოელიან, რომ ტრამპის ეს ულტიმატუმი მიმდინარე დიდი შვიდეულის სამიტზე აშშ-სა და საფრანგეთს შორის მწვავე დაპირისპირების საფუძველი გახდება.

ტრამპის მუქარას ოფიციალური პარიზი უკვე გამოეხმაურა. ემანუელ მაკრონმა საჯაროდ განაცხადა, რომ ის გადასახადის გაუქმებას არ აპირებს და რომ ამაზე გავლენა ვერც აშშ-ის პრეზიდენტის მუქარას ექნება.

რაც შეეხება თავად სადავო მოსაკრებელს, საფრანგეთში ე.წ. GAFAM-ის ციფრული გადასახადი 2019 წლიდან მოქმედებს. ის Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის, ასევე Amazon-ის, Meta-სა და Apple-ის ადგილობრივ ერთობლივ შემოსავალზე 3%-იან ბაჟს აწესებს. საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ამ მოსაკრებელით გასულ წელს ქვეყნის ბიუჯეტში $700 მილიონი შევიდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედიაკომპანია Fox-მა სტრიმინგ პლატფორმა Roku $22 მილიარდად შეიძინა

მედიაკომპანია Fox-მა სტრიმინგ პლატფორმა Roku $22 მილიარდად შეიძინა

BM.GE

"ნიქსომანიის" ეკონომიკა: 53-წლიანი ლოდინის დასასრული და ახალი რეკორდები ბიზნესში

"ნიქსომანიის" ეკონომიკა: 53-წლიანი ლოდინის დასასრული და ახალი რეკორდები ბიზნესში

BM.GE

"წინასწარი ჯავშნები გასულ წელთან და იმის წინა წელთან შედარებით კლების ტენდენციას აჩვენებს" - „ხათოსი“

"წინასწარი ჯავშნები გასულ წელთან და იმის წინა წელთან შედარებით კლების ტენდენციას აჩვენებს" - „ხათოსი“

BM.GE

"სამწუხაროდ სეზონი ჯერ არ დაწყებულა" - თუშეთში მდებარე კაფე "ღრუბლებს ზემოთ" გამოწვევებზე

"სამწუხაროდ სეზონი ჯერ არ დაწყებულა" - თუშეთში მდებარე კაფე "ღრუბლებს ზემოთ" გამოწვევებზე

BM.GE