მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპის 5 000-დოლარიანი ჩეკები გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე არ დაფინანსდება - აშშ-ის ვაჭრობის მდივანი
ტრამპის 5 000-დოლარიანი ჩეკები გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე არ დაფინანსდება - აშშ-ის ვაჭრობის მდივანი

ტრამპის 5 000-დოლარიანი ჩეკები გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე არ დაფინანსდება - აშშ-ის ვაჭრობის მდივანი

BM.GE12 სექტემბერი, 2026, 16:24|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაპირებული 5 000-დოლარიანი "დივიდენდი" გადასახადის გადამხდელთა ფულით არ დაფინანსდება - ამის შესახებ ვაჭრობის მდივანმა ჰოვარდ ლატნიკმა განაცხადა.

მისი მტკიცებით, ადმინისტრაციას შეუძლია "გამოიმუშაოს ის თანხა, რომლის გაცემაც დონალდ ტრამპს სურს, ისე, რომ არ გაზარდოს დეფიციტი და არ დააწვეს გადასახადის გადამხდელებს".

ტრამპი მიმდინარე კვირას საზოგადოებას დაჰპირდა, რომ თუ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატასა და სენატზე კონტროლს შეინარჩუნებენ, მისი ადმინისტრაცია ჯილდოს სახით ყველა სრულწლოვან ამერიკელზე 5 000-დოლარიან "დივიდენდს" გასცემს.

"ჩვენ ერთად განვახორციელებთ ამ გეგმას და გადავუხდით ამ ფულს ამერიკელებს, ოღონდ არა გადასახადის გადამხდელთა სახსრებიდან", - განაცხადა ლატნიკმა.

მან მოიხსენია "Trump Platinum Card" - ვაჭრობის დეპარტამენტის მომავალი პროგრამა, რომელიც შეძლებულ პირებს საშუალებას აძლევს, 5 მილიონი დოლარის გადახდის სანაცვლოდ აშშ-ის ვიზა დამატებით 270 დღით გაიხანგრძლივონ.

"ჩვენ გვყავს 100 000-ზე მეტი მსურველისგან შემდგარი მომლოდინეთა სია; ეს კი 500 მილიარდი დოლარია", - თქვა ლატნიკმა.

ლატნიკმა ასევე მაგალითად მოიყვანა "Intel"-ში განხორციელებული ინვესტიცია, რომელიც ადმინისტრაციამ გასულ წელს განახორციელა.

"ყველამ იცის, რომ ჩვენ დაახლოებით 500 მილიონი აქცია შევიძინეთ. მაშინ აქცია 20 დოლარი ღირდა, ახლა კი 100 დოლარია, ასე რომ, მოგებამ 50 მილიარდი დოლარი შეადგინა", - განაცხადა მან.

"Intel"-ში ინვესტირებისთვის ადმინისტრაციამ "ჩიპების აქტით" (CHIPS Act) გამოყოფილი 8.9 მილიარდი დოლარი გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ ხუთშაბათის მონაცემებით აქციის ფასი მთავრობის მიერ შესყიდვისას არსებული 20.47 დოლარიდან 100.32 დოლარამდე გაიზარდა, ადმინისტრაციას ეს აქციები არ გაუყიდია - რაც იმას ნიშნავს, რომ მოგება ჯერჯერობით მხოლოდ ქაღალდზე არსებობს.

ტრამპმა "დივიდენდის" იდეა მას შემდეგ გააჟღერა, რაც რამდენიმე კვირით ადრე აშშ-ის ეროვნულმა ვალმა ისტორიაში პირველად 40 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. მთავრობის საბიუჯეტო დეფიციტი - წლიური სხვაობა შემოსავლებსა და ხარჯებს შორის - 1.8 ტრილიონ დოლარს უახლოვდება, რაც 2021 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ლატნიკის თქმით, ადმინისტრაცია სახელმწიფო ვალის შემცირებას "გაფლანგვის, თაღლითობისა და ბოროტად გამოყენების" აღმოფხვრის გზით გეგმავს, თუმცა ეკონომისტების ფართო წრე მიიჩნევს, რომ ეს შედეგს ვერ მოიტანს.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამერიკელები ადმინისტრაციის ეკონომიკური პოლიტიკით უკმაყოფილონი არიან, რაც ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ რესპუბლიკელებისთვის შემაშფოთებელი სიგნალია.

"Associated Press"-ის მიერ ჩატარებულ ბოლო გამოკითხვაში პრეზიდენტის მიერ ეკონომიკის მართვის მოწონების რეიტინგი მხოლოდ 32%-ს შეადგენდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 183 სტატია.

  • ანტიამერიკული პროპაგანდა ოპოზიციის პროპაგანდისტული „ფორმულას“ ეთერში, პრეზიდენტ ტრამპის დაცინვა და მისი დადანაშაულება ამომრჩევლის მოსყიდვაშიიმედი
  • აშშ-ის კონგრესმენის თქმით სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება ტრამპის ვადაში შედგებაფორმულა
  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობს ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიოს და გრენლანდიაში 200 მილიონი ევროს ინვესტიციას დებს - Euronewsრუსთავი 2
  • ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრატვ პირველი
ტრამპის →

მსგავსი სტატიები

"დიდ ოთხეულსა" და აუტსორს ბუღალტერიას შორის"|რა სერვისებს სთავაზობს ვასილ რევიშვილის X'ACT-ი ბიზნესს

"დიდ ოთხეულსა" და აუტსორს ბუღალტერიას შორის"|რა სერვისებს სთავაზობს ვასილ რევიშვილის X'ACT-ი ბიზნესს

BM.GE

"სამწუხაროა, რომ ასეთი ბაზარი შეიძლება ჩაეხსნას საქართველოს" - რა გავლენა ექნება ტურიზმზე ირანული ავიაკომპანიების შეზღუდვას?

"სამწუხაროა, რომ ასეთი ბაზარი შეიძლება ჩაეხსნას საქართველოს" - რა გავლენა ექნება ტურიზმზე ირანული ავიაკომპანიების შეზღუდვას?

BM.GE

საუდის არაბეთმა ერაყიდან დრონებით თავდასხმის გამო მნიშვნელოვანი მილსადენი გათიშა

საუდის არაბეთმა ერაყიდან დრონებით თავდასხმის გამო მნიშვნელოვანი მილსადენი გათიშა

BM.GE

რატომ შიშობენ მეცნიერები, რომ AI კაცობრიობას გაანადგურებს?

რატომ შიშობენ მეცნიერები, რომ AI კაცობრიობას გაანადგურებს?

BM.GE