მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპის გადაწყვეტილების გამო, ილონ მასკი SpaceXAI-ს სახელწოდებას უცვლის
ტრამპის გადაწყვეტილების გამო, ილონ მასკი SpaceXAI-ს სახელწოდებას უცვლის

ტრამპის გადაწყვეტილების გამო, ილონ მასკი SpaceXAI-ს სახელწოდებას უცვლის

BM.GE5 ოქტომბერი, 2026, 23:49|bm.ge

პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა AI-ის განვითარებაზე მომუშავე შვილობილი კომპანიის, SpaceXAI-ს სახელწოდების SpaceXSI-ით შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ირკვევა, ეს ცვლილება პირდაპირ უკავშირდება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გასულ კვირას გაცემულ განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ტერმინი “ხელოვნური ინტელექტი” ახალი ტერმინით, “სუპერ ინტელექტით” ჩანაცვლდება და AI-ის ნაცვლად, ახალი აბრევიატურა – SI დამკვიდრდება.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ტერმინი “სუპერ ინტელექტი” ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ბევრად უფრო ზუსტად ასახავს, შესაბამისად, ახალი რეგულაცია სამთავრობო ვებსაიტებსა და ოფიციალურ დოკუმენტებზეც გავრცელდება.

ამ განკარგულების ფონზე, ილონ მასკმა დაადასტურა, რომ კომპანიის სახელწოდების ცვლილებას სწორედ ამ მიზეზით გეგმავს. მისი თქმით, SI უკეთესი ტერმინია და სახელის შეცვლაზე სხვა კომპანიებიც უნდა დაფიქრდნენ.

ამ ეტაპზე უცნობია, აპირებს თუ არა ილონ მასკი xAI-ის სახელის xSI-ით და Grok AI-ის სახელის Grok SI-ით ჩანაცვლებას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 176 სტატია.

  • დონალდ ტრამპმა „სუპერინტელექტის ძალების“ შექმნის შესახებ განაცხადაიმედი
  • კობახიძე ნიუ-იორკში ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწროფორმულა
  • ტრამპი: სამწუხაროდ, უკრაინასთან ომის გამო რუსეთმა დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა, ეს აბსურდული ომი უკრაინასთან უნდა დასრულდესრუსთავი 2
  • თეთრი სახლი თავისუფალ პრესას თავს არ ესხმის - ტრამპიტვ პირველი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

ქუთაისის სასტუმროს ბიზნესი რაოდენობაზე მეტად მაღალ მხარჯველუნარიან ტურისტებზე გადართვას ითხოვს

ქუთაისის სასტუმროს ბიზნესი რაოდენობაზე მეტად მაღალ მხარჯველუნარიან ტურისტებზე გადართვას ითხოვს

BM.GE

სესმა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაცია გამოავლინა|ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს

სესმა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაცია გამოავლინა|ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს

BM.GE

დონალდ ტრამპმა "სუპერინტელექტის გაერთიანებული ძალები შექმნა" - რა არის ის და ვინ არიან მისი წევრები?

დონალდ ტრამპმა "სუპერინტელექტის გაერთიანებული ძალები შექმნა" - რა არის ის და ვინ არიან მისი წევრები?

BM.GE

ევროკავშირში შესვლის შემთხვევაში უკრაინას აგრარული სუბსიდიები შეეზღუდება

ევროკავშირში შესვლის შემთხვევაში უკრაინას აგრარული სუბსიდიები შეეზღუდება

BM.GE