მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპის განცხადების შემდეგ ნავთობის ფასი დაეცა
ტრამპის განცხადების შემდეგ ნავთობის ფასი დაეცა

ტრამპის განცხადების შემდეგ ნავთობის ფასი დაეცა

BM.GE21 მაისი, 2026, 17:55|bm.ge

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებამ ირანთან მოლაპარაკებების დასკვნით ფაზაში გადასვლის შესახებ, გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასების ვარდნა გამოიწვია.

ინვესტორებში გაჩნდა მოლოდინი, რომ ომი მალე დასრულდება და ჰორმუზის სრუტეში ენერგორესურსების ტრანსპორტირება უახლოეს პერიოდში აღდგება.

არსებული ინფორმაციით, WTI-ის მარკის ნავთობის ფასი 5%-ით შემცირდა და ბარელზე თითქმის $97 შეადგინა. რაც შეეხება Brent-ს, მისი ფასი 104 დოლარის ფარგლებშია, რაც თითქმის 3-დოლარიან კორექციას წარმოადგენს.

ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმება ან შედგება, ან აშშ იძულებული გახდება, მკაცრი ზომები მიიღოს.

როგორც ირკვევა, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, თეირანი აშშ-ის მიერ მომზადებულ ახალ სამუშაო ვერსიას ამჟამად განიხილავს, რომელიც ირანის 14-პუნქტიანი გეგმის საპასუხოდ შეიქმნა. მედიის ინფორმაციით, ახალი დოკუმენტი, პრინციპულ დონეზე, ორივე ქვეყნისთვის მისაღებია, თუმცა მსჯელობა დეტალებზე მიმდინარეობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 136 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE