მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპის განცხადებით, Apple-ი აშშ-ში ჩიპების წარმოებისთვის Intel-თან ითანამშრომლებს
ტრამპის განცხადებით, Apple-ი აშშ-ში ჩიპების წარმოებისთვის Intel-თან ითანამშრომლებს

ტრამპის განცხადებით, Apple-ი აშშ-ში ჩიპების წარმოებისთვის Intel-თან ითანამშრომლებს

BM.GE18 ივნისი, 2026, 19:38|bm.ge

პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ Apple-ი Intel-თან თანამშრომლობას დათანხმდა, რათა თავისი ჩიპების დიზაინი და წარმოება შეერთებულ შტატებში უზრუნველყოს.

Intel-თან პარტნიორობა Apple-ს საწარმოო ბაზის დივერსიფიკაციაში ეხმარება, რადგან ის ჩიპების წარმოების დამატებით სიმძლავრეებს ეძებს. iPhone-ის მწარმოებელი ამჟამად ძლიერ არის დამოკიდებული კომპანია TSMC-ზე, რომლის მოწინავე საწარმოო ხაზებზეც ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩიპების მწარმოებლებისგან - მაგალითად Nvidia-სა და AMD-ისგან - დიდი მოთხოვნაა.

ჯერ კიდევ მაისში The Wall Street Journal-ი წერდა, რომ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ, Intel-მა Apple-ისთვის გარკვეული ჩიპების წარმოებაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწია.

Apple-ის კონტრაქტი Intel-ისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანიისგან სტაბილურ მოთხოვნას უზრუნველყოფს, რაც მის რეპუტაციასა და იმ საწარმოო ბიზნესს ზრდის, რომელიც ბოლო წლებში TSMC-ს ჩამორჩებოდა.

კვირის დასაწყისში Intel-მა განაცხადა, რომ 18A ტექნოლოგიის ახალი თაობის საწყისი წარმოება უკვე დაიწყო, რადგან კომპანია თავის ცენტრალურ პროცესორებზე ძლიერ მოთხოვნას ხედავს.

გასულ წელს ტრამპის ადმინისტრაციამ Intel-ში 10%-იანი წილი შეიძინა და ბ აშშ-ში ქარხნების ასაშენებლად ან გასაფართოებლად კომპანიაში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ინვესტირების გეგმაც დააანონსა.

მანამდე ტრამპმა აღნიშნა, რომ მას Intel-ის წილის "უფრო მეტი პროცენტი უნდა მოეთხოვა". ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა (8 თვის შემდეგ), რაც მთავრობის წილმა Intel-ში 50 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რატომ არის "მეწარმეთა შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები ანტიკონსტიტუციური? - იურისტის მოსაზრება

რატომ არის "მეწარმეთა შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები ანტიკონსტიტუციური? - იურისტის მოსაზრება

BM.GE

ჩინელი ინვესტორები Meta-სგან სტარტაპ Manus AI-ის უკან გამოსყიდვას გეგმავენ

ჩინელი ინვესტორები Meta-სგან სტარტაპ Manus AI-ის უკან გამოსყიდვას გეგმავენ

BM.GE

19 ივნისის ღონისძიებების ანონსი ანონსი

19 ივნისის ღონისძიებების ანონსი ანონსი

BM.GE

"დედამიწის გადასარჩენად მთვარის კოლონიზაცია გვჭირდება" - ჯეფ ბეზოსი

"დედამიწის გადასარჩენად მთვარის კოლონიზაცია გვჭირდება" - ჯეფ ბეზოსი

BM.GE