მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინელი ინვესტორები Meta-სგან სტარტაპ Manus AI-ის უკან გამოსყიდვას გეგმავენ
ჩინელი ინვესტორები Meta-სგან სტარტაპ Manus AI-ის უკან გამოსყიდვას გეგმავენ

ჩინელი ინვესტორები Meta-სგან სტარტაპ Manus AI-ის უკან გამოსყიდვას გეგმავენ

BM.GE18 ივნისი, 2026, 20:30|bm.ge

Reuters-ის ინფორმაციით, ჩინური Manus-ის პირველადი ინვესტორები ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე ამ სტარტაპის ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტისგან, Meta-სგან უკან გამოსყიდვას $2 მილიარდად გეგმავენ.

როგორც ირკვევა, დასახელებული გადაწყვეტილება ჩინეთის ხელისუფლების ბრძანების პირდაპირი შედეგია, რომელიც კომპანიებს შორის მანამდე შემდგარი გარიგების გაუქმებას მოითხოვს. აღნიშნული ნაბიჯი პეკინის მხრიდან უცხოურ ინვესტიციებსა და ტექნოლოგიების ექსპორტზე კონტროლის გამკაცრების ნაწილია. თანაც, გასაგები მიზეზებით, სი ძინპინს არ სურს, რომ ჩინური სტარტაპი ამერიკულმა გიგანტმა შეისყიდოს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სტარტაპის დამფუძნებლები ამჟამად გარე ინვესტორებისგან დაახლოებით $1 მილიარდის მოზიდვის შესაძლებლობებს განიხილავენ, რათა გამოსყიდვის პროცესი სრულად დააფინანსონ. პარალელურად, ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნულმა კომისიამ დაადგინა, რომ Meta-ს მიერ კომპანიის შეძენა არღვევდა ეროვნული უსაფრთხოების ნორმებს, რის გამოც Manus-ის ორ დამფუძნებელს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება უკვე აეკრძალა. ს

აყურადღებოა, რომ თავად Meta-მ და Manus-ის წარმომადგენლებმა ამ თემაზე ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკულმა კორპორაციამ სინგაპურში ბაზირებული Manus-ის შეძენის შესახებ გასული წლის დეკემბერში გამოაცხადა, რათა საკუთარ პლატფორმებზე ხელოვნური ინტელექტის მოწინავე ფუნქციები დაენერგა. ამ ჩინური ფესვების მქონე სტარტაპის ძირითად პროდუქტს წარმოადგენს პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც ადამიანის მინიმალური ჩართულობით რთული სამუშაო დავალებების დამოუკიდებლად შესრულება შეუძლია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აზიის მიმართ ინტერესი იზრდება, თუმცა მოგზაურები გეოპოლიტიკური რისკების გამო თავს იკავებენ ტურის დაგეგმვისგან - Via Travel

აზიის მიმართ ინტერესი იზრდება, თუმცა მოგზაურები გეოპოლიტიკური რისკების გამო თავს იკავებენ ტურის დაგეგმვისგან - Via Travel

BM.GE

უჩვეულოა გადაწყვეტილება, როდესაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებზე გავრცელდა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი - მაკა ბოჭორიშვილი

უჩვეულოა გადაწყვეტილება, როდესაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებზე გავრცელდა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი - მაკა ბოჭორიშვილი

BM.GE

"სტუდფესტი ყოველწლიურად გაიმართება და გაიზრდება ღონისძიებების ჩამონათვალი“ - ირაკლი კობახიძე

"სტუდფესტი ყოველწლიურად გაიმართება და გაიზრდება ღონისძიებების ჩამონათვალი“ - ირაკლი კობახიძე

BM.GE

რატომ არის "მეწარმეთა შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები ანტიკონსტიტუციური? - იურისტის მოსაზრება

რატომ არის "მეწარმეთა შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები ანტიკონსტიტუციური? - იურისტის მოსაზრება

BM.GE