მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპის განცხადებით, EU-დან ავტომობილების იმპორტზე ტარიფს 25%-მდე გაზრდის
ტრამპის განცხადებით, EU-დან ავტომობილების იმპორტზე ტარიფს 25%-მდე გაზრდის

ტრამპის განცხადებით, EU-დან ავტომობილების იმპორტზე ტარიფს 25%-მდე გაზრდის

BM.GE2 მაისი, 2026, 16:59|bm.ge

1 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომავალი კვირიდან ევროკავშირიდან ავტომობილებისა და სატვირთოების იმპორტზე ტარიფს 15%-დან (რაც მანამდე იყო შეთანხმებული) 25%-მდე გაზრდის. მიზეზად მან ბლოკის მიერ ვაშინგტონთან გაფორმებული სავაჭრო შეთანხმების შეუსრულებლობა დაასახელა.

ამ ნაბიჯს ევროპელი პოლიტიკოსებისა და სავაჭრო ჯგუფების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ერთ-ერთმა ევროპელმა ეკონომისტმა ბრიუსელსა და გერმანიის მთავრობას მოუწოდა, "ბოლოს და ბოლოს გამოიჩინონ სიმტკიცე" და საპასუხო ტარიფები დააწესონ.

"იმის გამო, რომ ევროკავშირი არ ასრულებს ჩვენს მიერ სრულად შეთანხმებულ სავაჭრო გარიგებას, მომავალ კვირას გავზრდი ტარიფებს ევროკავშირიდან ამერიკაში შემოსულ ავტომობილებსა და სატვირთოებზე.

სრულად გასაგები და შეთანხმებულია, რომ თუ ისინი მანქანებსა და სატვირთოებს აშშ-ის ქარხნებში აწარმოებენ, ტარიფი არ იარსებებს", - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაზრდილი ტარიფი ევროპელ ავტომწარმოებლებს აიძულებს, წარმოება ამერიკაში უფრო სწრაფად გადმოიტანონ.

"ჩვენ გვაქვს სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან, რომელსაც ისინი არ იცავდნენ. ამიტომ გავზარდე ტარიფები მანქანებსა და სატვირთოებზე 25%-მდე. ეს ნიშნავს მილიარდობით დოლარის შემოსვლას აშშ-ში და აიძულებს მათ, ქარხნული წარმოება ბევრად უფრო სწრაფად გადმოიტანონ", - განაცხადა მან თეთრ სახლში.

ევროკომისიამ მყისიერად უარყო ტრამპის ბრალდება, თითქოს ბრიუსელი გასული ზაფხულის სავაჭრო შეთანხმებას არ ასრულებს და განაცხადა, რომ თუ ვაშინგტონი ხელშეკრულების პირობებს დაარღვევს, ევროკავშირი საკუთარი ინტერესების დასაცავად ყველა გზას ღიად ტოვებს.

ტრამპის სატარიფო გადაწყვეტილება აშშ-სა და ევროკავშირს შორის ირანის ომთან დაკავშირებული ესკალაციისა და ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ევროპული ქვეყნების მიერ სამხედრო-საზღვაო ძალების გაგზავნაზე უარის თქმის ფონზე გაჟღერდა. ამ კვირაში ტრამპი გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში ამერიკული ჯარების შემცირებითაც დაიმუქრა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დასრულების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებზე ირანი აშშ-ს "ამცირებს".

გასულ წელს ეროვნული უსაფრთხოების სავაჭრო კანონის საფუძველზე ტრამპის ადმინისტრაციამ ავტომობილების გლობალურ იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა, თუმცა აგვისტოში ევროკავშირთან მიაღწია ცალკე შეთანხმებას ამ გადასახადის 15%-მდე (წინა გადასახადების ჩათვლით) შემცირებაზე.

სანაცვლოდ, ევროკავშირი დათანხმდა, გაეუქმებინა გადასახადები აშშ-ის ინდუსტრიულ საქონელზე (მათ შორის ავტომობილებზე) და მიეღო აშშ-ის უსაფრთხოებისა და გამონაბოლქვის სტანდარტები ავტომობილებისთვის. ეს ტარიფები იყო ნაწილი უფრო ფართო შეთანხმებისა, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი დათანხმდა აშშ-ის 15%-იან ტარიფს თითქმის ყველა პროდუქტზე და, ამავდროულად, საკუთარი გადასახადების უმეტესობის განულებას ამერიკულ საქონელზე. ევროპაში ეს შეთანხმება პოპულარობით არ სარგებლობდა, თუმცა ევროპელი ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ ის კომპანიებს შემდგომი გაძვირებისგან დაიცავდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 227 სტატია.

  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • ტრამპმა განაცხადა, რომ „საკმაოდ იმედგაცრუებული“ დარჩება სი ძინპინით, თუ ის ირანს იარაღს მიაწვდისიმედი
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავარუსთავი 2
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

BM.GE

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

BM.GE

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

BM.GE

ჩინეთი აშშ-ს ჰუმანოიდი რობოტების აკრძალვის გამო საპასუხო ზომებით დაემუქრა

ჩინეთი აშშ-ს ჰუმანოიდი რობოტების აკრძალვის გამო საპასუხო ზომებით დაემუქრა

BM.GE