მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპის კრიპტოკომპანიამ ჯასტინ სანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
ტრამპის კრიპტოკომპანიამ ჯასტინ სანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ტრამპის კრიპტოკომპანიამ ჯასტინ სანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

BM.GE6 მაისი, 2026, 03:00|bm.ge

დონალდ ტრამპის ოჯახის საკუთრებაში არსებულმა კრიპტოკომპანიამ, World Liberty Financial-მა ჩინელი მილიარდერის, ჯასტინ სანის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ფლორიდის შტატის სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტებში კომპანია ბიზნესმენს ცილისწამებასა და პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. სარჩელის მიხედვით, სანმა საკუთარი ფინანსური რესურსი და გავლენა კომპანიის წინააღმდეგ მიმართა, რა დროსაც ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად ე.წ. ბოტების ქსელი და ინფლუენსერები გამოიყენა.

როგორც ირკვევა, ორ მხარეს შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც World Liberty Financial-მა სანის კუთვნილი აქტივები გაყინა. კომპანიის განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯი „საზოგადოების დასაცავად“ გადაიდგა, რადგან ბიზნესმენის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერ ქმედებებს, მათ შორის სპეკულაციურ ვაჭრობასა და მესამე პირების სასარგებლოდ ფიქტიური შესყიდვების განხორციელებას. თავის მხრივ, ჯასტინ სანი ბრალდებებს უარყოფს და მიმდინარე დავას უსაფუძვლო პიარკამპანიას უწოდებს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აღნიშნული დავა ოდესღაც პარტნიორულ ურთიერთობებს ასრულებს. არსებული ინფორმაციით, სანმა World Liberty Financial-ში $45 მილიონზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, ხოლო დამატებით მილიონობით დოლარი პრეზიდენტ ტრამპის ე.წ. მიმკოინში ($TRUMP) დააბანდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 136 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →სარჩელი →

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE