მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპის კრიპტოს ინვესტორებმა $3.8 მილიარდი დაკარგეს
ტრამპის კრიპტოს ინვესტორებმა $3.8 მილიარდი დაკარგეს

ტრამპის კრიპტოს ინვესტორებმა $3.8 მილიარდი დაკარგეს

BM.GE6 ივლისი, 2026, 19:11|bm.ge

ანალიტიკური კომპანია Nansen-ის მონაცემებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიპტო მიმკოინის ($TRUMP) შეძენის შემდეგ, თითქმის მილიონმა ადამიანმა ჯამში $3.8 მილიარდი დაკარგა.

ბლოკჩეინზე საჯაროდ ხელმისაწვდომი ტრანზაქციების ანალიზის მიხედვით, ივნისის ბოლოსთვის ზარალი 988 905 ანგარიშზე დაფიქსირდა, რაც კრიპტოვალუტის მფლობელთა დაახლოებით ორ მესამედს შეადგენს. პარალელურად, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ფინანსური დეკლარაციიდან ირკვევა, რომ თავად დონალდ ტრამპმა დასახელებული მიმკოინიდან $636 მილიონის შემოსავალი მიიღო. ეს თანხა გასულ წელს კრიპტოინდუსტრიიდან პრეზიდენტის მიერ გამომუშავებული $1.4 მილიარდის თითქმის ნახევარს შეადგენს.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირას $TRUMP-ის ფასი $1.69-მდე შემცირდა, რაც მისი ისტორიული მაქსიმუმიდან, ანუ $75.35-დან თითქმის 98%-იან კლებას ნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა მიმკოინის გამოშვების შესახებ 2025 წელს, ინაუგურაციამდე სამი დღით ადრე გამოაცხადა. მანამდე მან შვილებთან ერთად კრიპტოსტარტაპი World Liberty Financial-ი დააფუძნა, რომლის კრიპტოვალუტის, $WLFI-ის ღირებულებაც ასევე საგრძნობლად არის შემცირებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 194 სტატია.

  • ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთში დიზელის ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოსფორმულა
  • ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევსიმედი
  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობს ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიოს და გრენლანდიაში 200 მილიონი ევროს ინვესტიციას დებს - Euronewsრუსთავი 2
  • ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრატვ პირველი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE