მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპმა ირანთან საომარი მოქმედებები “დასრულებულად” გამოაცხადა
ტრამპმა ირანთან საომარი მოქმედებები “დასრულებულად” გამოაცხადა

ტრამპმა ირანთან საომარი მოქმედებები “დასრულებულად” გამოაცხადა

BM.GE2 მაისი, 2026, 16:02|bm.ge

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად აცნობა, რომ 28 თებერვალს შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული საომარი მოქმედებები "დასრულებულია", თუმცა მან სამომავლოდ სამხედრო ჩარევის შესაძლებლობა არ გამორიცხა.

საქმე ისაა, რონ აშშ-ის "საომარი უფლებამოსილების აქტის" თანახმად, თუ სამხედრო მოქმედებები 60 დღეზე მეტხანს გრძელდება, პრეზიდენტი ვალდებულია კონგრესისგან თანხმობა მოიპოვოს.

საომარი მოქმედებების დასრულებულად გამოცხადებით, ტრამპი ფაქტობრივად ანულებს ამ ვადის ათვლას. ეს კონგრესს გაურთულებს, საომარი უფლებამოსილების რეზოლუციის მეშვეობით პრეზიდენტის ძალაუფლება ეჭვქვეშ დააყენოს ან შემდგომი ქმედებები შეზღუდოს.

"2026 წლის 7 აპრილს მე გავეცი ორკვირიანი ზავის ბრძანება. მას შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გახანგრძლივდა. 2026 წლის 7 აპრილის შემდეგ შეერთებული შტატების ძალებსა და ირანს შორის ცეცხლის გაცვლა არ მომხდარა. საომარი მოქმედებები, რომლებიც 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყო, დასრულებულია", - მისწერა ტრამპმა 1 მაისს წარმომადგენელთა პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს

თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე ადმინისტრაციის არგუმენტის წინასწარი ვერსია წარადგინა. მან ივარაუდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში 60-დღიანი ვადის ათვლა შეიძლება "შეჩერდეს ან გაჩერდეს".

დემოკრატებმა ეს მოსაზრება უარყვეს და განაცხადეს, რომ მიმდინარე საზღვაო ბლოკადა კვლავ საომარ მოქმედებად კვალიფიცირდება. თუმცა, რესპუბლიკელები ადმინისტრაციის ინტერპრეტაციას უფრო ღიად შეხვდნენ.

მანამდე, ხუთშაბათს სენატმა დაბლოკა საომარი უფლებამოსილების რეზოლუცია, რომელიც მიზნად ისახავდა ტრამპის იძულებას, დაესრულებინა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები, ან ამისთვის კონგრესის ავტორიზაცია მოეპოვებინა.

ინიციატივა ჩავარდა ხმების შეფარდებით 47-50-ის წინააღმდეგ. მხოლოდ ორმა რესპუბლიკელმა მისცა ხმა დემოკრატებთან ერთად.

ტრამპმა ნათლად აჩვენა, რომ ღია რჩება სამომავლო სამხედრო მოქმედებებისთვის და "საომარი უფლებამოსილების აქტის" მიზნებისთვის მათ დამოუკიდებელ შეტაკებებად განიხილავს.

"ომის დეპარტამენტი კვლავ განაახლებს ძალების განლაგებას სამოქმედო არეალში შერჩეულ ქვეყნებში, როგორც ეს აუცილებელი და მიზანშეწონილი იქნება ირანისა და მისი მარიონეტული ძალების მუქარებზე რეაგირებისა და აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების დასაცავად", - წერს დონალდ ტრამპი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოსიმედი
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავარუსთავი 2
ტრამპი →ირანის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE