მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპმა ნავთობკომპანიებთან ჰორმუზის ბლოკადის მრავალთვიანი გაგრძელება განიხილა
ტრამპმა ნავთობკომპანიებთან ჰორმუზის ბლოკადის მრავალთვიანი გაგრძელება განიხილა

ტრამპმა ნავთობკომპანიებთან ჰორმუზის ბლოკადის მრავალთვიანი გაგრძელება განიხილა

BM.GE29 აპრილი, 2026, 21:41|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყნის უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ჰორმუზის სრუტის შესაძლო მრავალთვიანი ბლოკადის გეგმა განიხილეს. თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ნავთობის მოპოვება, ფიუჩერსული ბაზრები, გადაზიდვები და ბუნებრივი აირი იყო.

Chevron-ის წარმომადგენლობის განცხადებით, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ ვირთმა პრეზიდენტთან გლობალურ ბაზარზე არსებულ იმ რყევებზე ისაუბრა, რომელიც ირანის წინააღმდეგ მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა გამოიწვია.

თეთრ სახლში გამართულ სამიტს, რომლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად Axios-მა გაავრცელა, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სუზი ვაილსი და ჯარედ კუშნერიც ესწრებოდნენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ენერგეტიკული სექტორის ლიდერებმა დადებითად შეაფასეს ტრამპის მიერ აშშ-ის ენერგეტიკული დომინაციისთვის გადადგმული ნაბიჯები და პრეზიდენტის პოლიტიკას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

შიდა ბაზარზე ფასების დასასტაბილურებლად აშშ-ის ადმინისტრაციამ ე.წ. „ჯონსის აქტზე“ 90-დღიანი შეღავათი უკვე აამოქმედა, რაც უცხოური დროშის ქვეშ მცურავ გემებს ამერიკულ პორტებს შორის ნავთობპროდუქტების გადაზიდვის უფლებას აძლევს.

ამასთან, პრეზიდენტმა „თავდაცვითი წარმოების აქტი“ გამოიყენა, რომლის საფუძველზეც პენტაგონსა და ენერგეტიკის დეპარტამენტს შიდა რესურსების შესყიდვისა და წარმოების გაფართოების უფლებამოსილება მიენიჭათ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 136 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE