მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპმა უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლება მისცა
ტრამპმა უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლება მისცა

ტრამპმა უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლება მისცა

BM.GE25 სექტემბერი, 2026, 22:17|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების საზენიტო რაკეტების ადგილობრივი წარმოების ლიცენზიის მინიჭების საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ბოლო შეხვედრაზე პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა: „დიახ, მე მივიღე საბოლოო გადაწყვეტილება - უკრაინა მიიღებს Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ვაშინგტონის ხანგრძლივი მერყეობა. ივლისში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ლიცენზიის გადაცემა „ფანტასტიკური იდეა“ იქნებოდა, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ ქვეყანას მსგავსი ნებართვის გაცემამდე „დიდი სიფრთხილე“ მართებდა.

ცნობისთვის, კიევი Patriot-ის რაკეტების მწვავე დეფიციტს განსაკუთრებით მას შემდეგ განიცდის, რაც თებერვალში აშშ-სა და ირანს შორის დაწყებული სამხედრო კონფლიქტის გამო, აღნიშნული საჰაერო თავდაცვის სისტემების მარაგების ნაწილი ახლო აღმოსავლეთში გადამისამართდა. უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, ზამთრის პერიოდის გადასალახად ქვეყანას აშშ-ის საზენიტო რაკეტების მარაგის 5%-ის მიღება სჭირდება, ხოლო რუსული ბალისტიკური ჭურვების სრულად განადგურებისთვის - 10%.

ამასთან, უკრაინული მხარის განცხადებით, ლიცენზიის მიღების მიუხედავად, საწარმოო სიმძლავრეების გამართვასა და ადგილობრივი წარმოების გაშვებას წელიწადზე მეტი დასჭირდება, რაც კიევის გადაუდებელ საჭიროებებს უახლოეს მომავალში ვერ დააკმაყოფილებს.

ცნობისთვის, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის კომპლექსი ერთადერთ სისტემად რჩება, რომელსაც რუსული ბალისტიკური რაკეტების ეფექტიანი მოგერიება შეუძლია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 188 სტატია.

  • ნიკოლოზ სამხარაძე APEC-ის სამიტზე: მსოფლიოს ყურადღება ამ შეხვედრისკენ იქნება მიმართული - შესაძლოა, ეს იყოს უკრაინაში ომის დასრულებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯირუსთავი 2
  • უკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრაფორმულა
  • ევროკავშირი აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დელეგაციას გაგზავნისტვ პირველი
  • აშშ-მა დაამტკიცა უკრაინისთვის „პატრიოტის“ 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვანეტგაზეთი
უკრაინის →ტრამპი →

მსგავსი სტატიები

BYD-ის ჰიპერქარმა 503 კმ/სთ სიჩქარით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

BYD-ის ჰიპერქარმა 503 კმ/სთ სიჩქარით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

BM.GE

გაუგებარი ახალი ტარიფები, საცობები და ინფრასტრუქტურული შეფერხებები - რა პრობლემები რჩება გუდაურში სეზონის წინ?

გაუგებარი ახალი ტარიფები, საცობები და ინფრასტრუქტურული შეფერხებები - რა პრობლემები რჩება გუდაურში სეზონის წინ?

BM.GE

OpenAI-მ და Anthropic-მა უსაფრთხოებისა და ფინანსების მართვის ახალი ხელსაწყოები წარადგინეს

OpenAI-მ და Anthropic-მა უსაფრთხოებისა და ფინანსების მართვის ახალი ხელსაწყოები წარადგინეს

BM.GE

ვინ შეიძლება შეიყვანოს ისრაელის ახალ მთავრობაში გადი ეიზენკოტმა?

ვინ შეიძლება შეიყვანოს ისრაელის ახალ მთავრობაში გადი ეიზენკოტმა?

BM.GE