მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “ტრამპს სამხედრო მოქმედებების განახლებისთვის კონგრესის თანხმობა არ სჭირდება” - პიტ ჰეგსეტი
“ტრამპს სამხედრო მოქმედებების განახლებისთვის კონგრესის თანხმობა არ სჭირდება” - პიტ ჰეგსეტი

“ტრამპს სამხედრო მოქმედებების განახლებისთვის კონგრესის თანხმობა არ სჭირდება” - პიტ ჰეგსეტი

BM.GE14 მაისი, 2026, 02:34|bm.ge

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განსაახლებლად კონგრესის ნებართვა არ სჭირდება.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტს იერიშების განახლების უფლებამოსილებას აშშ-ის კონსტიტუციის მე-2 მუხლი ანიჭებს.

გამოსვლისას ჰეგსეტმა ისიც თქვა, რომ 1973 წლის რეზოლუცია, რომელიც ხელისუფლებას კონგრესის გარეშე სამხედრო მოქმედებების 60 დღით წარმოების უფლებას აძლევს, არაკონსტიტუციურია და ის უნდა გადაიხედოს.

საყურადღებოა, რომ სენატორებს ადმინისტრაციის გულწრფელობაში ეჭვი ეპარებათ. ტრამპისვე პარტიის წარმომადგენელი, სენატორი ლიზა მურკოვსკი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის გუნდი არსებული კანონით მანიპულირებს და რომ ომი რეალურად დასრულებული არ არის. სხდომაზე მან განაცხადა, რომ თეთრმა სახლმა ინტერპეტაციის გზით კანონისთვის გვერდის ავლა უნდა შეწყვიტოს და კონგრესისგან სამხედრო ძალის გამოყენების ავტორიზაცია მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ "ომის უფლებამოსილების რეზოლუცია" პრეზიდენტს ავალდებულებს, კონგრესის ნებართვის გარეშე დაწყებული საომარი მოქმედებები 60 დღეში დაასრულოს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 136 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE