მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპთან დაკავშირებული სტარტაპი სამხედრო ჰუმანოიდი რობოტების შექმნას გეგმავს
ტრამპთან დაკავშირებული სტარტაპი სამხედრო ჰუმანოიდი რობოტების შექმნას გეგმავს

ტრამპთან დაკავშირებული სტარტაპი სამხედრო ჰუმანოიდი რობოტების შექმნას გეგმავს

BM.GE2 ივნისი, 2026, 04:15|bm.ge

ამერიკულმა სტარტაპმა Foundation Future Industries-მა მძიმე მრეწველობისა და სამხედრო სფეროსთვის ავტონომიური ჰუმანოიდი რობოტების შექმნა დაიწყო. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, სანკაეტ პატჰაკის განცხადებით, ტექნოლოგია იმ დონეს აღწევს, რომ მას უკვე ადამიანისთვის სახიფათო სამუშაოების შესრულება შეუძლია.

როგორც ირკვევა, 2024 წელს დაფუძნებული საწარმოს მიზანს რობოტების საყოფაცხოვრებო და მომსახურების სფეროს ნაცვლად, თავდაცვის სექტორში ინტეგრირება შეადგენს. არსებული ინფორმაციით, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის მეორე შვილი, ერიკ ტრამპი კომპანიის მთავარ სტრატეგიულ მრჩევლად დაინიშნა, რაც დემოკრატმა სენატორმა ელისაბედ უორენმა კორუფციულ გარიგებად შეაფასა.

პარალელურად, კომპანიამ Phantom MK-1 მოდელის ორი ერთეული უკრაინაში საპილოტე დემონსტრაციისთვის გაგზავნა, რაც საბრძოლო მოქმედებების ზონაში ჰუმანოიდი რობოტების გამოყენების პირველ შემთხვევას წარმოადგენს. სტარტაპის განმარტებით, მიმდინარე გამოცდები რობოტის მიერ ტვირთის გადატანის პოტენციალს ადასტურებს, თუმცა ამ კონკრეტულ მოდელს შეზღუდული ენერგოეფექტურობა აქვს და მას მხოლოდ 20 კილოგრამამდე ტვირთის აწევა შეუძლია. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მიმდინარე წელს კომპანია უკრაინაში გაუმჯობესებული Phantom 2 მოდელის გაგზავნასაც გეგმავს.

ამასთან, სტარტაპმა აშშ-ის არმიისგან, სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალებისგან ინსპექტირების, ლოგისტიკისა და იარაღის მართვის მიმართულებით კვლევითი კონტრაქტები მიიღო, რომელთა ჯამური ღირებულება $24 მილიონს შეადგენს.

სტარტაპი მიმდინარე წელს წარმოების ათასობით ერთეულამდე გაზრდას აპირებს, ხოლო აშშ-ის არმიასთან ფრონტის ხაზზე ტესტირებას მომავალი 18 თვის განმავლობაში დაიწყებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოსიმედი
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავარუსთავი 2
ტრამპი →სამხედრო →შექმნა →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE