მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამვაის განვითარება თბილისისთვის სატრანსპორტო პრობლემების გადაჭრის ერთადერთი გზაა | ანა ბიბილაშვილი
ტრამვაის განვითარება თბილისისთვის სატრანსპორტო პრობლემების გადაჭრის ერთადერთი გზაა | ანა ბიბილაშვილი

ტრამვაის განვითარება თბილისისთვის სატრანსპორტო პრობლემების გადაჭრის ერთადერთი გზაა | ანა ბიბილაშვილი

BM.GE8 სექტემბერი, 2026, 16:13|bm.ge

არქიტექტორის და ურბანისტის ანა ბიბილაშვილის შეფასებით, თბილისში საცობების განტვირთვისთვის ტრამვაის აღდგენას ალტერნატივა არ აქვს.

როგორც ანა ბიბილაშვილი BMG-სთან აცხადებს, მოსახლეობის რაოდენობიდან და რთული სატრანსპორტო კვანძიდან გამომდინარე, ტრამვაის ხაზი დიდი დიღომი - დიდუბის ტერიტორიის საცობებისგან განტვირთვისთვის უმნიშვნელოვანესია. მისი თქმით, სამომავლოდ აუცილებელია, ტრამვაი სხვა სატრანსპორტო კვანძებშიც მოეწყოს.

“თბილისის მოსახლეობა ძალიან დიდი ხანია ელოდება დაპირების შესრულებას. რა თქმა უნდა, ტრამვაის ხაზი ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, თუ ეს [პროექტი] სწორად შესრულდება, იმიტომ რომ რაღაც კითხვები შეიძლება არსებობდეს სამუშაოების დაგეგმვასთან დაკავშირებით, რომელზეც პასუხი უნდა გასცეს დედაქალაქის მერიამ, იმიტომ რომ პროცესში არ მივიღოთ ქაოსი.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ სადაც ტრამვაის ხაზის გაყვანა იგეგმება, სერიოზული სატრანსპორტო კვანძია ქალაქისთვის, შეუცვლელი. თუ სხვა ქუჩები ან სხვა დერეფნები არის შეცვლადი, ეს არეალი არ არის შეცვლადი და ეს უცვლელი არეალია, შესაბამისად, პროცესიც ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ამან ქალაქში არ გამოიწვიოს ქაოსი.

თუმცა თვითონ ტრამვაის განვითარება თბილისისთვის არის სატრანსპორტო პრობლემების გადაჭრის ერთადერთი გზა. იმიტომ რომ ამ სიმჭიდროვის ქალაქში, ამ ტიპის განაშენიანების და ამ ურბანულ სიტუაციაში თბილისისთვის ამ ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეუძლია გადაიყვანოს ყველაზე მეტი ადამიანი დროის ერთ მონაკვეთში. ეს უნდა მომხდარიყო გაცილებით ადრე, ვიდრე ეს ახლა ხდება, მაგრამ ცხადია, კარგია რომ ხდება.

რეალურად დიდი დიღმის განაშენიანება სიმჭიდროვეში იმდენად გაიზარდა, რომ სხვა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ გაუმკლავდებოდა ამ დატვირთვას. რა თქმა უნდა, ქალაქს აქვს არეალები, რომელიც ასევე უნდა დაფაროს ტრამვაიმ, ბევრად უკეთესი იქნება, ბევრად უკეთეს შედეგს მოიტანს. ამ მხრივ მხოლოდ დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ ეს გადაწყვეტილება, რამდენად დაგვიანებულიც არ უნდა იყოს. ქალაქისთვის ამ ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის გამოსავალი იმ სატრანსპორტო პრობლემების, რომელიც ჩვენ გვაქვს დღესდღეობით”, - განაცხადა ანა ბიბილაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობას თურქული ერთობლივი კომპანია EYE განახორციელებს. თბილისი სატრანსპორტო კომპანიასა და და ტენდერში გამარჯვებულ თურქულ ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre Ray + Yüksel + Erk) შორის ხელი ტრამვაის პროექტირებასა და მშენებლობაზე 287-მილიონიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 195 სტატია.

  • ორი ათეული წლის შემდეგ თბილისში ტრამვაი დაბრუნდება - იდეა უკვე ხელშეკრულებად და კონკრეტულ სამშენებლო პროექტად იქცარუსთავი 2
  • თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება ოფიციალურად იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • თბილისში უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავესფორმულა
  • ენმ-ს საგანგებო ბრიფინგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთანტვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

8 თვეში ღვინის კომპანიები ₾25 ათასით დაჯარიმდნენ | ღვინის ეროვნული სააგენტო

8 თვეში ღვინის კომპანიები ₾25 ათასით დაჯარიმდნენ | ღვინის ეროვნული სააგენტო

BM.GE

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი Financial Times-ის ბრიტანეთის საუკეთესო CEO-ების რეიტინგის ლიდერებს შორისაა

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი Financial Times-ის ბრიტანეთის საუკეთესო CEO-ების რეიტინგის ლიდერებს შორისაა

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

ნავთობის ფასმა 100 დოლარს მიაღწია – რატომ ძვირდება ენერგორესურსები?

ნავთობის ფასმა 100 დოლარს მიაღწია – რატომ ძვირდება ენერგორესურსები?

BM.GE