მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Transfermarkt-ზე ერთ სეზონში გაზრდილი ფასის მიხედვით კვარაცხელია მეოთხე ადგილზეა
Transfermarkt-ზე ერთ სეზონში გაზრდილი ფასის მიხედვით კვარაცხელია მეოთხე ადგილზეა

Transfermarkt-ზე ერთ სეზონში გაზრდილი ფასის მიხედვით კვარაცხელია მეოთხე ადგილზეა

BM.GE3 ივნისი, 2026, 16:37|bm.ge

კიდევ ერთი ისტორიული სეზონი გამოვიდა Paris Saint-Germain-ისთვის. პარიზულმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგის ტიტული შეინარჩუნა, ხოლო გუნდის მთავარი ლიდერი და თილისმა ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია გახდა.

ტურნირის განმავლობაში ქართველმა გარემარბმა 10 გოლი და 7 საგოლე გადაცემა დააგროვა, რაც ჩემპიონთა ლიგის ყველა მონაწილეს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 25 წლის ფეხბურთელმა ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩების დროს საუკეთესო შედეგები აჩვენა. პლეი-ოფის ეტაპზე მან 10 შედეგიანი მოქმედება (გოლი ან ასისტი) შეასრულა, რითაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებელთა შორის მოხვდა.

ამ სეზონმა საბოლოოდ განამტკიცა კვარაცხელიას რეპუტაცია, როგორც მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბისა. სწორედ ამიტომ მისი სატრანსფერო ღირებულებაც მნიშვნელოვნად გაიზარდა.

საფეხბურთო პორტალმა Transfermarkt ლიგა 1-ის მოთამაშეთა განახლებული შეფასებები გამოაქვეყნა, სადაც კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება ერთბაშად 50 მილიონი ევროთი გაიზარდა. მისი ახალი ღირებულება 140 მილიონი ევროა, რაც მას მსოფლიოს ათ ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელს შორის აყენებს.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ 50-მილიონიანი ზრდა Transfermarkt-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ერთჯერადი მატებაა.

მას შემდეგ, რაც Transfermarkt-მა ფეხბურთელების საბაზრო ღირებულებების გამოქვეყნება 2004 წლის ოქტომბერში დაიწყო, კვარაცხელიას ზრდა ისტორიაში მეოთხე საუკეთესო შედეგს იზიარებს.

მანამდე ერთ განახლებაში 50-მილიონიანი ზრდა მხოლოდ ორ ვარსკვლავს ჰქონდა დაფიქსირებული, ბრაზილიელებს ნეიმარსა და ვინისიუსს.

ყველაზე დიდი ერთჯერადი ზრდის რეკორდი ეკუთვნის მოჰამედ სალაჰს. კერძოდ 2018 წლის მაისში, "ლივერპულში" ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, მისი ღირებულება 80 მილიონიდან 150 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რაც 70-მილიონიან მატებას ნიშნავდა.

მეორე ადგილზეა ლიონელ მესი, რომლის ღირებულებაც 2017/18 წლების სეზონის დასაწყისში 60 მილიონი ევროთი გაიზარდა და 180 მილიონ ევროს მიაღწია.

მათ გარდა ისტორიაში მხოლოდ კილიან მბაპემ მოახერხა კვარაცხელიაზე უფრო დიდი ერთჯერადი ზრდის დაფიქსირება: მისი საბაზრო ღირებულება ერთ განახლებაში 55 მილიონი ევროთი გაიზარდა და შესაბამისად 35-დან 90 მილიონ ევრომდე ავიდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იმედი გვაქვს, რომ მომავალ შეხვედრაზე ერთად დავსახავთ საკითხის გადაჭრის გზებს - კობახიძე დიუშენზე

იმედი გვაქვს, რომ მომავალ შეხვედრაზე ერთად დავსახავთ საკითხის გადაჭრის გზებს - კობახიძე დიუშენზე

BM.GE

Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობა ქვეყნის სტაბილურობის მორიგი დასტურია - ირაკლი კობახიძე

Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობა ქვეყნის სტაბილურობის მორიგი დასტურია - ირაკლი კობახიძე

BM.GE

როგორი იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დატვირთა I კვარტალში? - BP-ის ანგარიში

როგორი იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დატვირთა I კვარტალში? - BP-ის ანგარიში

BM.GE

სახელმწიფო ელექტროსისტემა საკუთარ შენობაზე მზის პანელებს დაამონტაჟებს - ტენდერის ღირებულება ₾445 659-ია

სახელმწიფო ელექტროსისტემა საკუთარ შენობაზე მზის პანელებს დაამონტაჟებს - ტენდერის ღირებულება ₾445 659-ია

BM.GE