მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორის წილი მშპ-ში 6%-ის ფარგლებშია - Galt & Taggart
ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორის წილი მშპ-ში 6%-ის ფარგლებშია - Galt & Taggart

ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორის წილი მშპ-ში 6%-ის ფარგლებშია - Galt & Taggart

BM.GE27 ივლისი, 2026, 11:42|bm.ge

Galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორი სტაბილურ ზრდას განაგრძობს. ზრდის მიუხედავად, საინვესტიციო ბანკის კვლევაში წერია, რომ ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორის წილი მშპ-ში სტაბილურად 6-7%-ის ფარგლებშია, რაც ჩამორჩება განვითარებული ლოგისტიკური ჰაბების მაჩვენებელს.

ასე მაგალითად მშპ-ში წილი წლების მიხედვით ასე ნაწილდება:

• 2019 წელს - 6.6%; • 2020 წელს - 6%; • 2021 წელს - 6.1%; • 2022 წელს - 6.5%; • 2023 წელს - 6.1%; • 2024 წელს - 6.3%; • 2025 წელს - 6.1%);

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, საქართველოში ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორი ზრდას განაგრძობს. 2025 წლის პროგნოზით, სექტორის ბრუნვამ 11.4 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (10.5 მლრდ ლარი) 9%-ით მეტია. შედარებისთვის, 2019 წელს სექტორის ბრუნვა 5.8 მლრდ ლარი იყო, 2020 წელს - 5.5 მლრდ ლარი, 2021 წელს - 7 მლრდ ლარი, 2022 წელს - 9.3 მლრდ ლარი, ხოლო 2023 წელს - 9.4 მლრდ ლარი.

შარშანდელი მონაცემებით, ბრუნვის ყველაზე დიდი წილი თბილისზე მოდის (66%), რასაც მოსდევს სამეგრელო-ზემო სვანეთი (15%), აჭარა (9%), იმერეთი (3%), ხოლო სხვა რეგიონები (7%).

ბრუნვის ზრდის პარალელურად, თბილისში საწყობების მიწოდების ზრდის ტემპიც გაიზარდა. თუ 2014-2024 წლებში წლიური ნამატი საშუალოდ 35 ათასი კვ.მ იყო, 2024-2027 წლებში მოსალოდნელია 180 ათასი კვ.მ წლიურად. თბილისში საწყობების ჯამური მიწოდება 2014 წლის 0.74 მლნ კვ.მ-დან 2025 წელს 1.26 მლნ კვ.მ-მდე გაიზარდა, ხოლო 2027 წლისთვის პროგნოზირებულია 1.65 მლნ კვ.მ.

უბნების მიხედვით, 2027 წლისთვის ყველაზე დიდი მოცულობა სამგორში მოიყრის თავს (829 ათასი კვ.მ), რასაც მოსდევს თბილისის შემოგარენი (189 ათასი კვ.მ), გლდანი (186 ათასი კვ.მ), ნაძალადევი (134 ათასი კვ.მ), დიდუბე (101 ათასი კვ.მ), ისანი (80 ათასი კვ.მ), ფონიჭალა (78 ათასი კვ.მ) და სხვა რაიონები (50 ათასი კვ.მ). ამის მიუხედავად, თბილისში საწყობების მიწოდება ერთ სულ მოსახლეზე კვლავ ჩამოუვარდება ევროპულ ქალაქებს.

მოთხოვნის მკვეთრმა ზრდამ საწყობების იჯარის ფასების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვია. თბილისში საშუალო შეწონილი თვიური ქირა ($/კვ.მ, დღგ-ს გარეშე) 2019 წლის $2.6-დან 2025 წელს $6.3-მდე გაიზარდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

"EU-ის გარეთ დარჩენა, შესაძლოა, პატარა სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს" - შალვა პაპუაშვილი

"EU-ის გარეთ დარჩენა, შესაძლოა, პატარა სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს" - შალვა პაპუაშვილი

BM.GE

„გუმბათი“ საერთაშორისო სასტუმრო ბრენდ „Best Western”-თან თანამშრომლობას იწყებს

„გუმბათი“ საერთაშორისო სასტუმრო ბრენდ „Best Western”-თან თანამშრომლობას იწყებს

BM.GE

ინდექსაციის წესი მიღებულია, თუმცა ბიზნესს შენიშვნები აქვს 60%-იან ზღვართან და სექტორული შეზღუდვებთან - ზვიად თოიძე

ინდექსაციის წესი მიღებულია, თუმცა ბიზნესს შენიშვნები აქვს 60%-იან ზღვართან და სექტორული შეზღუდვებთან - ზვიად თოიძე

BM.GE