მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრილიონიან კლუბს ახალი წევრები ჰყავს – რომელი კომპანიები ლიდერობენ?
ტრილიონიან კლუბს ახალი წევრები ჰყავს – რომელი კომპანიები ლიდერობენ?

ტრილიონიან კლუბს ახალი წევრები ჰყავს – რომელი კომპანიები ლიდერობენ?

BM.GE28 მაისი, 2026, 04:05|bm.ge

საფონდო ბირჟა ის ადგილია, რომელიც ადამიანებს რეალური სიმდიდრის შექმნის საშუალებას აძლევს, რაც მეტწილად იმითაა განპირობებული, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, საფონდო ბირჟა მუდმივად იზრდება.

ინდივიდუალური ინვესტორების გარდა, საფონდო ბირჟით ფულის გამომუშავებას კორპორაციები და თავად ის კომპანიები ახერხებენ, რომელთა აქციები ბირჟაზე ივაჭრება, რადგან აქციების გაყიდვა დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და ნაკლებრისკიანი მეთოდია.

საფონდო ბირჟაზე ვხვდებით, როგორც ე.წ. “პენი აქციების” მქონე კომპანიების, ანუ მცირე ზომის მოთამაშეებს, რომელთა ერთი აქციის შეძენა რამდენიმე ცენტად შეიძლება, ასევე დიდ კორპორაციებს, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაცია მილიარდებში და უკვე ტრილიონებში იზომება.

პირველი კომპანია, რომელმაც $1-ტრილიონიან ნიშნულს მიაღწია ამერიკული Apple-ი იყო, რომელმაც მიღწევა $2 ტრილიონზე და $3 ტრილიონზე გაიმეორა. მოგვიანებით, ასპარეზზე NVIDIA გამოჩნდა, რომლის შეფასება $5 ტრილიონს აჭარბებს — ამ დრომდე, ის ერთადერთი კომპანიაა ამ სტატუსით.

ტრილიონიანი კლუბის უახლესი წევრები Samsung, SK Hynix და Micron Technology არიან, რომლებმაც 13-ნიშნა საბაზრო შეფასების მიღწევა სწორედ მიმდინარე თვეს შეძლეს.

დღევანდელი მდგომარეობით, სულ მცირე $1-ტრილიონიანი შეფასება 14 კომპანიას აქვს, მათი ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

1. NVIDIA – $5.2 ტრლნ2. Google – $4.7 ტრლნ3. Apple – $4.5 ტრლნ4. Microsoft – $3.1 ტრლნ5. Amazon – $2.9 ტრლნ6. TSMC – $2.1 ტრლნ7. Broadcom – $2.0 ტრლნ8. Saudi Aramco – $1.8 ტრლნ9. Tesla – $1.6 ტრლნ10. Meta – $1.5 ტრლნ11. Samsung – $1.3 ტრლნ12. SK Hynix – $1.0 ტრლნ13. Berkshire – $1.0 ტრლნ13. Micron – $1.0 ტრლნ

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

BM.GE

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE