მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "წამლების შემოტანის ვადა უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება" - დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი
"წამლების შემოტანის ვადა უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება" - დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი

"წამლების შემოტანის ვადა უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება" - დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი

BM.GE24 ივლისი, 2026, 15:59|bm.ge

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვის მამა, კახა წიქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დაავადებული ბავშვებისთვის წამლის შემოტანის ვადა კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება.

წიქარიშვილის თქმით, მთავრობასთან მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს, თუმცა აუცილებელია, რომ შედეგი რამდენიმე დღეში დადგეს.

"დიუშენის წამლების შემოტანის ვადა უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. ამასობაში კიდევ ერთი ბავშვი დავკარგეთ...

მოლაპარაკების პროცესს ჩვენ არ ვახმაურებთ იმის გამო, რომ ხელი არ შეეშალოს, მაგრამ თუ რამდენიმე დღეში შედეგი არ გვქონდა, ისევ ხალხს უნდა მოგმართოთ დასახმარებლად", - წერს კახა წიქარიშვილი სოციალურ ქსელში.

23 ივლისს ორგანიზაციამ "ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას" დიუშენის მქონე პაციენტის, 17 წლის საბა მაკარაშვილის გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, პაციენტი ორთოპედიული ოპერაციის შემდგომ, ნარკოზულ მდგომარეობაში გარდაიცვალა.

ცნობისთვის, მთავრობის კანცელარიასთან ორთვიანი უწყვეტი საპროტესტო აქციების შემდეგ, ივნისის დასაწყისში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა. 4 ივნისს მან განაცხადა, რომ დაავადებული ბავშვების კონკრეტული მედიკამენტებით უზრუნველყოფისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნებოდა.

ამ შეხვედრის შემდეგ მშობლებმა მედიასთან გააჟღერეს ინფორმაცია, რომ მედიკამენტები საქართველოში 1.5-2 თვის ვადაში უნდა ჩამოსულიყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთის ჯარის მხარდასაჭერად მოხალისეობრივი დანაყოფი ჩამოაყალიბა - რუსული მედია

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთის ჯარის მხარდასაჭერად მოხალისეობრივი დანაყოფი ჩამოაყალიბა - რუსული მედია

BM.GE

თითქმის, ერთი თვეა, ქართული ტვირთი აზერბაიჯანის პორტშია "გაჭედილი" - პაატა ცაგარეიშვილი

თითქმის, ერთი თვეა, ქართული ტვირთი აზერბაიჯანის პორტშია "გაჭედილი" - პაატა ცაგარეიშვილი

BM.GE

აშშ ზამთარში უკრაინასა და რუსეთს შორის დეესკალაციის შესაძლებლობას განიხილავს - ზელენსკი

აშშ ზამთარში უკრაინასა და რუსეთს შორის დეესკალაციის შესაძლებლობას განიხილავს - ზელენსკი

BM.GE

მდინარეების ნაპირსამაგრ სამუშაოებზე აღმოსავლეთ საქართველოში - ₾50 მლნ; დასავლეთში - ₾50 მლნ დაიხარჯება - ტენდერები

მდინარეების ნაპირსამაგრ სამუშაოებზე აღმოსავლეთ საქართველოში - ₾50 მლნ; დასავლეთში - ₾50 მლნ დაიხარჯება - ტენდერები

BM.GE