მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "წარმოუდგენელია დასავლური განვითარებული ტიპის ქვეყნის შექმნა სადაზღვევო სექტორის გარეშე" - პაატა კვიჟინაძე
"წარმოუდგენელია დასავლური განვითარებული ტიპის ქვეყნის შექმნა სადაზღვევო სექტორის გარეშე" - პაატა კვიჟინაძე

"წარმოუდგენელია დასავლური განვითარებული ტიპის ქვეყნის შექმნა სადაზღვევო სექტორის გარეშე" - პაატა კვიჟინაძე

BM.GE10 ივლისი, 2026, 17:32|bm.ge

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განაცხადებით, დასავლური, განვითარებული ქვეყნის შექმნა განვითარებული სადაზღვევო სექტორის გარეშე წარმოუდგენელია. ამის შესახებ მან პარლამენტში საბჭოს სხდომაზე განაცხადა, სადაც აღნიშნულ სფეროში არსებულ მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ამასთან, სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა საბჭოს წევრებს სადაზღვევო სექტორის 2025 წლის ანგარიში და 2026 წლის 5 თვის შედეგები გააცნო.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, თუმცა სადაზღვევო სექტორი უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე, საშუალოდ, ქვეყნის ეკონომიკა.„დღეს საქართველოში სადაზღვევო სექტორი 19 კომპანიით არის წარმოდგენილი. სტატისტიკით დასტურდება, რომ სადაზღვევო ბაზარი სტაბილურად და სწრაფად ვითარდება. მისმა ბრუნვამ 2025 წელს 1,411 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 12%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ასევე, შეხვედრაზე განვიხილეთ სხვადასხვა აქტუალური საკითხი, მათ შორის, სადაზღვევო პროდუქტების განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.პარლამენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომას ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე, საბჭოს მუდმივი წევრები: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე. ასევე, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველო Netflix-ის შოუში გამოჩნდება - ტურიზმის ადმინისტრაციამ $295,000-ის კონტრაქტი გააფორმა

საქართველო Netflix-ის შოუში გამოჩნდება - ტურიზმის ადმინისტრაციამ $295,000-ის კონტრაქტი გააფორმა

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - გასული კვირის შედეგები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - გასული კვირის შედეგები

BM.GE

უცხოელებზე შრომითი ბინადრობის გაცემის წესში ცვლილებები შევიდა - დადგენილება

უცხოელებზე შრომითი ბინადრობის გაცემის წესში ცვლილებები შევიდა - დადგენილება

BM.GE

BOG Asset Management-მა ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე საინვესტიციო ფონდები წარადგინა

BOG Asset Management-მა ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე საინვესტიციო ფონდები წარადგინა

BM.GE