![წარმოუდგენელია, ქართულმა კომპანიამ ჩინურ სახელმწიფო კომპანიას [ტენდერებში] კონკურენცია გაუწიოს - გიორგობიანი](https://bm.ge/uploads/files/2026/01/30/302658/irakli-giorgobiani_w_h.jpeg)
წარმოუდგენელია, ქართულმა კომპანიამ ჩინურ სახელმწიფო კომპანიას [ტენდერებში] კონკურენცია გაუწიოს - გიორგობიანი
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ მართალია, ქართულმა კომპანიებმა უკვე დაიწყეს საერთაშორისო ტენდერებში მონაწილეობის მიღება, თუმცა მათთვის ჩინური სახელმწიფო კომპანიისთვის კონკურენციის გაწევა ამ ეტაპზე შეუძლებელია.
ირაკლი გიორგობიანი BMG-ის კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ ქართულ სამშენებლო კომპანიებს მნიშვნელოვნად სჭირდებათ მხარდაჭერა იმისთვის, რომ მათი კაპიტალიზაცია გაიზარდოს.
“ცალსახად ბევრი არის კიდევ გასაკეთებელი იმ კუთხით, რომ მაქსიმალურად ხელშეწყობა მოხდეს ქართული სამშენებლო კომპანიების. [ქართულმა კომპანიებმა] მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის გამოცხადებულ [საერთაშორისო] საგზაო ტენდერებში, თუმცა წარმოუდგენელია ქართულმა ადგილობრივმა კომპანიამ ჩინურ სახელმწიფო კომპანიას კონკურენცია გაუწიოს.
ეგეც შესაძლებელი არის, [ჩინურ სახელმწიფო კომპანიას გაუწიონ კონკურენცია] თუ შესაბამისად იქნება სატენდერო პირობები ფორმულირებული. თუმცა ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ ქართულ სამშენებლო კომპანიებს მნიშვნელოვნად სჭირდებათ მხარდაჭერა იმისთვის, რომ ჯერ მათ კაპიტალიზაცია გაიზარდოს, მათი შესაძლებლობები გაიზარდოს. შეხვედრის ფარგლებში, მათ შორის ბატონი ლევანისგან {ჟორჟოლიანი] გაცხადებული იყო თავის გამოსვლებში, რომ მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ნებისმიერი რეფორმის წარმატება გაიზომება, თუ რამდენად გაძლიერდება ჩვენი ადგილობრივი სამშენებლო კომპანიები“, - განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა.
ცნობისთვის, ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, სატენდერო პირობებში რამდენიმე თვის წინ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ქართულ კომპანიებს საერთაშორისო ტენდერებში მონაწილეობის მეტი შესაძლებლობა მიეცათ.
BM.GE
წყარო: bm.ge