მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს ახალ ავტომობილებში 30% ელექტრო იქნება – IEA
წელს ახალ ავტომობილებში 30% ელექტრო იქნება – IEA

წელს ახალ ავტომობილებში 30% ელექტრო იქნება – IEA

BM.GE22 მაისი, 2026, 04:05|bm.ge

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ახალი ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, ელექტრომობილების გაყიდვები მიმდინარე წელს 23 მილიონ ერთეულს მიაღწევს, რაც გლობალურად რეალიზებული ახალი ავტომობილების თითქმის 30%-ს შეადგენს.

აღნიშნული პროგნოზი გასული წლის მონაცემებს მნიშვნელოვნად აჭარბებს, როდესაც გაყიდვებმა 20 მილიონს გადააჭარბა, რაც წლიურ ჭრილში 20%-იან ზრდას ნიშნავს. სააგენტოს განმარტებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისისა და საწვავის გაზრდილი ფასების ფონზე, EV-ტექნოლოგია მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა.

როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, აშშ-სა და ჩინეთში განხორციელებული პოლიტიკური ცვლილებების გამო, გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით შემცირდა, თუმცა რეგიონების უმრავლესობაში მზარდი დინამიკა მაინც შენარჩუნდა. კერძოდ, ევროპაში პირველი კვარტალის გაყიდვები წლიურად თითქმის 30%-ით გაიზარდა, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მაჩვენებელმა 80%-ით მოიმატა, ლათინურ ამერიკაში კი 75%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

IEA-ის პროგნოზით, ელექტრომობილების გლობალური რაოდენობა, რომელიც ამჟამად 80 მილიონს შეადგენს, 2035 წლისთვის 510 მილიონამდე გაიზრდება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჩინეთი ელექტრომობილების წარმოებასა და მიწოდების ჯაჭვში გლობალურ დომინირებას კვლავ ინარჩუნებს. გასულ წელს ჩინურმა ბრენდებმა მსოფლიოში გაყიდული ავტომობილების 60% უზრუნველყვეს, ხოლო უშუალოდ წარმოების წილმა გლობალური მოცულობის თითქმის 75% შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE