ორიგინალი
წელს ბიზნესის 68% ინვესტიციების ზრდას ელის, ყველაზე ოპტიმისტური განწყობა მშენებლობის სექტორშია | BAG-ის ინდექსი
BM.GE·13:55

წელს ბიზნესის 68% ინვესტიციების ზრდას ელის, ყველაზე ოპტიმისტური განწყობა მშენებლობის სექტორშია | BAG-ის ინდექსი

12 ოქტომბერი, 2026 · 13:55

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების 68% ვარაუდობს, რომ 2026 წელს, 2025 წელთან შედარებით, მათ მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიციების მოცულობა გაიზრდება. ამის შესახებ ნათქვამია „BAG ინდექსის“ 2026 წლის მესამე კვარტალის ანგარიშში, რომელიც ასოციაციამ, PMC კვლევით ცენტრთან და გერმანულ ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტთან თანამშრომლობით მოამზადა.

კვლევის თანახმად, საინვესტიციო მოლოდინები წლის პირველ კვარტალთან შედარებით მცირედით გაუმჯობესდა. I კვარტალში ჩატარებული გამოკითხვისას ინვესტიციების ზრდას კომპანიების 65% პროგნოზირებდა.

ახალი ანგარიშის მიხედვით, გამოკითხული ბიზნესების 27% 2026 წელს საინვესტიციო მოცულობის ცვლილებას არ ელის, ხოლო შემცირებას მხოლოდ 4% მოელის.

სექტორების მიხედვით, 2026 წლისთვის საინვესტიციო გეგმების კუთხით ყველაზე ოპტიმისტური განწყობა მშენებლობის სექტორშია, სადაც ჯამური ინვესტიციების ზრდას კომპანიების 77% გეგმავს. წლის I კვარტალთან შედარებით, მშენებლობის სექტორში საინვესტიციო პროგნოზი 17 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

სხვა სექტორებში ინვესტიციების ზრდის მოლოდინები ასე გადანაწილდა:

• მომსახურების სექტორი - 68%; • ვაჭრობა - 66%; • მრეწველობა - 63%.

რაც შეეხება ინვესტიციების კონკრეტულ მიმართულებებს, ბიზნესები ყველაზე მეტად კაპიტალდაბანდებას პროგრამულ უზრუნველყოფასა/მონაცემთა ბაზებსა (62%) და აღჭურვილობაში (61%) გეგმავენ. შენობა-ნაგებობებში ინვესტიციების ზრდას გამოკითხულთა 56% ელის.

კვლევამ ასევე შეაჯამა 2025 წელს განხორციელებული ინვესტიციებიც: გამოკითხული კომპანიების 64%-მა დააფიქსირა, რომ 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, მათ მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიციები გაიზარდა, 34%-ისთვის მაჩვენებელი უცვლელი დარჩა, ხოლო 2%-ისთვის - შემცირდა. 2025 წელს ინვესტიციების ზრდა ყველაზე მეტად მანქანა-დანადგარებსა და აღჭურვილობაში დაფიქსირდა (70%).

BAG ინდექსი ყოველკვარტალურად ქვეყნდება და ასოციაციის წევრი კომპანიებისა და მათ ჯგუფში შემავალი საწარმოების მმართველი მენეჯერების გამოკითხვას ეფუძნება. 2026 წლის III კვარტალის გამოკითხვა 1-16 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს ბიზნესის 68% ინვესტიციების ზრდას ელის, ყველაზე ოპტიმისტური განწყობა მშენებლობის სექტორშია | BAG-ის ინდექსი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·19:42

ირანის რეგიონული ნავთობის ექსპორტის დაბლოკვით იმუქრება

ირანის რეგიონული ნავთობის ექსპორტის დაბლოკვით იმუქრება
BM.GE·19:29

სად გადაინაცვლებს მშენებლობის მთავარი აქცენტი უახლოეს წლებში? - "თიბისი კაპიტალის" პროგნოზი

სად გადაინაცვლებს მშენებლობის მთავარი აქცენტი უახლოეს წლებში? - "თიბისი კაპიტალის" პროგნოზი
BM.GE·19:16

მასკმა ამერიკელი ბავშვებისთვის SpaceX-ის $19 მილიარდის აქციების ჩუქება გადაწყვიტა

მასკმა ამერიკელი ბავშვებისთვის SpaceX-ის $19 მილიარდის აქციების ჩუქება გადაწყვიტა
BM.GE·19:07

რას მოიტანს არამეწარმე ფიზიკური პირებისგან პროდუქციის შესყიდვის აქტების გაციფრულება - დავით პაპიაშვილის განმარტება

რას მოიტანს არამეწარმე ფიზიკური პირებისგან პროდუქციის შესყიდვის აქტების გაციფრულება - დავით პაპიაშვილის განმარტება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.