მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს, იმპორტირებული ნესვი 48%-ით გაძვირდა|სად ვყიდულობთ და ვყიდით?
წელს, იმპორტირებული ნესვი 48%-ით გაძვირდა|სად ვყიდულობთ და ვყიდით?

წელს, იმპორტირებული ნესვი 48%-ით გაძვირდა|სად ვყიდულობთ და ვყიდით?

BM.GE25 ივლისი, 2026, 20:32|bm.ge

საქართველოდან ნესვის ექსპორტი 2026 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო იმპორტის ღირებულება, ფასების ზრდის ფონზე, გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტზე 25 ტონა ნესვი გავიდა, რომლის ღირებულებამ 13 600 დოლარი შეადგინა. ერთი წლის წინ, იმავე პერიოდში, ექსპორტი 50 ტონას და 57 700 დოლარს შეადგენდა.

შედეგად, ნესვის ექსპორტის ღირებულება წლიურად 76.4%-ით, ხოლო მოცულობა 50%-ით შემცირდა.

საანგარიშო პერიოდში ქართული ნესვის მთავარი საექსპორტო ბაზარი სომხეთი იყო, სადაც 7 ტონა პროდუქცია 8 300 დოლარის ღირებულებით გავიდა. მეორე ადგილზე რუმინეთია – 18 ტონა ნესვის ექსპორტმა 5 300 დოლარი შეადგინა.

ამასთან, იმპორტის მაჩვენებლები საპირისპირო ტენდენციას აჩვენებს. 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 434 ტონა ნესვი შემოვიდა, რომლის ღირებულებამ 266 800 დოლარი შეადგინა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი 470 ტონა იყო, ღირებულებით – 195 600 დოლარი.

შედეგად, ნესვის იმპორტის ღირებულება 36.4%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც მოცულობა 7.6%-ით შემცირდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იმპორტირებული ნესვის საშუალო ფასი გასულ წელთან შედარებით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში იმპორტირებული ნესვის ერთი ტონის საშუალო ღირებულება 614 დოლარი იყო, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში საშუალო ფასი 416 დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, ერთ წელიწადში იმპორტირებული ნესვის საშუალო ფასი 47.5%-ით გაიზარდა.

საქართველოსთვის ნესვის უმსხვილესი მომწოდებელი ქვეყანა თურქეთი იყო, საიდანაც 347 ტონა პროდუქცია 230 ათასი დოლარის ღირებულებით შემოვიდა. მას მოსდევს ირანი – 77 ტონა, 21 ათასი დოლარის ღირებულებით, ნიდერლანდები – 9 ტონა (13 ათასი დოლარი) და ტაილანდი – 200 კილოგრამი, 1 800 დოლარის ღირებულებით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აზერბაიჯანის სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს, $15.3 მილიარდს მიაღწია

აზერბაიჯანის სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს, $15.3 მილიარდს მიაღწია

BM.GE

განსახლების საკითხები თავიდანვე უნდა შეესწავლათ... მშენებლობა შესაძლოა, გაიწელოს - ურბანისტი ტრამვაიზე

განსახლების საკითხები თავიდანვე უნდა შეესწავლათ... მშენებლობა შესაძლოა, გაიწელოს - ურბანისტი ტრამვაიზე

BM.GE

48%-იანი ზრდის ნაცვლად FDI-ის 19.7%-იანი კლება I კვარტალში - საქსტატმა მონაცემები შეცვალა|რატომ

48%-იანი ზრდის ნაცვლად FDI-ის 19.7%-იანი კლება I კვარტალში - საქსტატმა მონაცემები შეცვალა|რატომ

BM.GE

„სტეიკჰაუსი #1“ ახალ ფილიალს აბაშიძეზე გახსნის - ინვესტიცია $1 მილიონზე მეტია

„სტეიკჰაუსი #1“ ახალ ფილიალს აბაშიძეზე გახსნის - ინვესტიცია $1 მილიონზე მეტია

BM.GE