მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს, ხე-ტყის უკანონო მოპოვების 505 ფაქტი გამოვლინდა | სატყეო სააგენტო
წელს, ხე-ტყის უკანონო მოპოვების 505 ფაქტი გამოვლინდა | სატყეო სააგენტო

წელს, ხე-ტყის უკანონო მოპოვების 505 ფაქტი გამოვლინდა | სატყეო სააგენტო

BM.GE7 ოქტომბერი, 2026, 14:49|bm.ge

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე, ცხრა თვის განმავლობაში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების 505 ფაქტია გამოვლენილი.

სააგენტოს თანახმად, მხოლოდ სექტემბერში სამართალდარღვევის 42 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 41 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, მათ შორის ტრანსპორტირებას უკავშირდება. ასევე იმერეთის რეგიონში გამოვლენილია სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 1 ფაქტი.

სექტემბრის თვეში ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 82 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მექრანი, რომელიც შემდგომი განკარგვის მიზნით, სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 9 - სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთში, 1 - სამცხე-ჯავახეთში, 12 - სამეგრელო ზემო სვანეთში, 10 - ქვემო ქართლის რეგიონში, 4 - გურიაში, 4 - კახეთში, ხოლო 1 - შიდა ქართლის რეგიონში.

„მოგეხსენებათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, აქტიურად მიმდინარეობს სატყეო რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სახელმწიფო კონტროლის გაძლიერება და უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების შემცირებაა. ჩვენი მთავარი ამოცანა ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის შემცირებაა, რისთვისაც

კონკრეტულ სამცველოებზე მონიტორინგში დამატებით 401 ტყის მცველია ჩართული. ყველა ეს ღონისძიება შესაბამის უწყებებთან ერთად, საბოლოო ჯამში კონტროლის ეფექტიანად განხორციელების საშუალებას იძლევა“,- აღნიშნა, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერება მოეწყო

იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერება მოეწყო

BM.GE

ე.წ. Yellow box გზაჯვარედინებზე მოძრაობის დასარეგულირებლად | მერია და შსს ახალი სისტემის დანერგვაზე იმუშავებენ

ე.წ. Yellow box გზაჯვარედინებზე მოძრაობის დასარეგულირებლად | მერია და შსს ახალი სისტემის დანერგვაზე იმუშავებენ

BM.GE

„თეგეტა ჰოლდინგმა“ და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს

„თეგეტა ჰოლდინგმა“ და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს

BM.GE

წელს სარძევე ჯირკვლის სკრინინგი 28 000-მდე მოქალაქემ ჩაიტარა - მერიის პროგრამის დეტალები

წელს სარძევე ჯირკვლის სკრინინგი 28 000-მდე მოქალაქემ ჩაიტარა - მერიის პროგრამის დეტალები

BM.GE