მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს, ხუთ თვეში 2.3 მლრდ ლარის ახალი იპოთეკური სესხები გაიცა - განაკვეთი კი შემცირდა
წელს, ხუთ თვეში 2.3 მლრდ ლარის ახალი იპოთეკური სესხები გაიცა - განაკვეთი კი შემცირდა

წელს, ხუთ თვეში 2.3 მლრდ ლარის ახალი იპოთეკური სესხები გაიცა - განაკვეთი კი შემცირდა

BM.GE25 ივნისი, 2026, 16:17|bm.ge

2026 წლის პირველ ხუთ თვეში ქვეყანაში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა სულ 2.34 მილიარდი ლარის ღირებულების 22,837 ახალი იპოთეკური სესხი გასცეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, თანხობრივად იპოთეკური სესხების პორტფელი 41%-ით, რაოდენობრივად კი სესხები 18%-ით არის გაზრდილი.

სტატისტიკის თანახმად, 2026 წელს გაცემული იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა 102.6 ათას ლარს აღწევს, მაშინ როდესაც 2025 წლის იანვარ-მაისში გაცემული იპოთეკების საშუალო ღირებულება 85.8 ათას ლარს შეადგენდა. ეს მატება განპირობებულია ქვეყანაში უძრავი ქონების ფასების ზრდით, ასევე თანამონაწილეობის კოეფიციენტის შემცირებით. კერძოდ კი, გასული წლის გაზაფხულიდან შემცირდა თანამონაწილეობის კოეფიციენტი 15%-დან 10%-მდე, რაც მსესხებლებისთვის თანამონაწილეობის იგივე თანხობრივი მოცულობით უფრო დიდი ზომის კრედიტის აღებას ხდის შესაძლებელს.

ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან ირკვევა ისიც, რომ 2026 წლის მაისში ეროვნული ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 11.75% იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.35 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც ცხოველის საკვების წარმოებისთვის ცოცხალი GMO ორგანიზმების იმპორტი დაიშვა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც ცხოველის საკვების წარმოებისთვის ცოცხალი GMO ორგანიზმების იმპორტი დაიშვა

BM.GE

თუ უცხოელი სტუდენტი 90 დღეზე მეტი ვადით შეიჩერებს სტატუსს, ბინადრობა გაუუქმდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

თუ უცხოელი სტუდენტი 90 დღეზე მეტი ვადით შეიჩერებს სტატუსს, ბინადრობა გაუუქმდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

აშშ-ის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

აშშ-ის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

BM.GE

მთავრობამ მინერალური რესურსების სააგენტოს მომსახურების ახალი ტარიფები დაამტკიცა - რა ეღირება?

მთავრობამ მინერალური რესურსების სააგენტოს მომსახურების ახალი ტარიფები დაამტკიცა - რა ეღირება?

BM.GE