
წელს კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის მოცულობა ₾2.7 მლრდ-მდე გაიზარდა - Galt & Taggart
BM.GE|bm.ge
ადგილობრივი კორპორაციული საჯარო ობლიგაციების ბაზარი მიმდინარე წლის 5 თვეში 2.7 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. საინვესტიციო ბანკის Galt & Taggart-ის ინფორმაციით, ყველაზე დიდი მოცულობის 1,387 მლნ ლარში დენომინირებული ობლიგაციებია, 1,225 მილიონი დოლარშია დენომინირებული, ხოლო ევროში დენომინირებულია მხოლოდ 126 მილიონი ლარის ობლიგაციები. ლარის ობლიგაციების ზრდას სახელმწიფოს ხელშემწყობი პროგრამა უწყობს ხელს.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს ობლიგაციები მხოლოდ ერთმა კომპანიამ TBC Leasing-მა განათავსა. 160 მლნ ლარის ხუთწლიანი ობლიგაცია 11.5%-ია განთავსებული.
გაზიარება:
BM
BM.GE
წყარო: bm.ge