მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს მომხმარებლების განაცხადები 110%-ით გაიზარდა - რაზე ჩივიან ყველაზე ხშირად კონკურენციის სააგენტოში?
წელს მომხმარებლების განაცხადები 110%-ით გაიზარდა - რაზე ჩივიან ყველაზე ხშირად კონკურენციის სააგენტოში?

წელს მომხმარებლების განაცხადები 110%-ით გაიზარდა - რაზე ჩივიან ყველაზე ხშირად კონკურენციის სააგენტოში?

BM.GE5 მაისი, 2026, 16:15|bm.ge

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც განაცხადების ზრდაზე მიუთითებს.

2026 წლის 4 თვეში, სააგენტოში 835 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო ზარების რაოდენობამ 2553 შეადგინა. განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 110%-ით არის გაზრდილი.

განაცხადების 67% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 33% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას.

თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 301 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 223, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 182, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 52, ხოლო სხვა დანარჩენზე - 77.

სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 70%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 11%, განთავსება და საკვების მიწოდება 2%, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 2%, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 15%.

ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მიმართვიანობისას, დიდი წილი - 80% თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 6 %, იმერეთი 4 %, ქვემო ქართლი 3 %, კახეთი 2 %, სამეგრელო ზემო სვანეთი 1 % და სხვ.

საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 98 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 246 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 41 მოვაჭრეს - 61 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 60 176 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 80 საქმეზე - 68 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE