მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს მოცვის მოსავალი 10 000 ტონას მიაღწევს - სექტორი ფასების ზრდას ელის
წელს მოცვის მოსავალი 10 000 ტონას მიაღწევს - სექტორი ფასების ზრდას ელის

წელს მოცვის მოსავალი 10 000 ტონას მიაღწევს - სექტორი ფასების ზრდას ელის

BM.GE16 მაისი, 2026, 10:47|bm.ge

საქართველოში ლურჯი მოცვის სეზონი ორ-სამ კვირაში აქტიურ ფაზაში შევა. „ლურჯი მოცვის ასოციაციის“ პრეზიდენტის, თორნიკე ფანჯავიძის განცხადებით, წელს სექტორი მოსავლის მნიშვნელოვან მატებას ელოდება, რაც ბაღების სრულ მსხმოიარობაში შესვლით არის განპირობებული.

„წინა წელთან შედარებით 30-40%-ით მეტი მოსავალი იქნება და ჯამურად სადღაც 10,000 ტონამდე მიაღწევს. რაც შეეხება ხარისხს, მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხული ცივი და წვიმიანი იყო, გაუმჯობესებული აგრო- პრაქტიკით ვფიქრობთ, რომ პრობლემა არ შეგვექმნება,“ - აცხადებს ფანჯავიძე.

თორნიკე ფანჯავიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთსა და მაროკოში, არასახარბიელო ამინდების გამო, მოსავალი შემცირდა და ბაზარზე ფასები გაიზარდა, ქართული მოცვის სეზონის დაწყებასთან ერთად ფასები მაინც დასტაბილურდება. თუმცა, მისივე განმარტებით, წარმოების ხარჯების ზრდა (შეფუთვა, საწვავი, სასუქები) მაინც პირდაპირ აისახება პროდუქციის ღირებულებაზეც.

ჩვენამდე სეზონი ესპანეთს და მაროკოს აქვს და სეზონი არასახარბიელოა. გამომდინარე იქიდან, რომ გაზაფხულზე ჰქონდათ კატაკლიზმები, (ყინვა, ქარი და წყალდიდობები) შესაბამისად, მოცვის ფასი აპრილსა და მაისში ძალიან მაღალი იყო მსოფლიო ბაზარზე. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ფასი აუცილებლად დაიწევს, რადგან "ჩვენს ფანჯარაში" მოსავალი უფრო დიდი რაოდნობით არის, თუმცა საშუალო ფასის ზრდას, ნამდვილად ველოდებით. 7-დან 10%-მდე ზრდა რეალურია, რადგან ზუსტად ამ დიაპაზონშია გაზრდილი წარმოების ხარჯებიც. დღეს ბაზარზე პოზიტიური ტენდენცია შეიმჩნევა, რამაც გაზრდილი ხარჯები უნდა დააკომპენსიროს,“ - აღნიშნა ლურჯი მოცვის ასოციაციის პრეზიდენტმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სი ძინპინი შემოდგომაზე ამერიკას ეწვევა - ჩინეთის საგარეო მინისტრი

სი ძინპინი შემოდგომაზე ამერიკას ეწვევა - ჩინეთის საგარეო მინისტრი

BM.GE

საქართველოში ინფლაცია ეტაპობრივად 3%-იან სამიზნე ნიშნულამდე შემცირდება - Fitch-ის პროგნოზი

საქართველოში ინფლაცია ეტაპობრივად 3%-იან სამიზნე ნიშნულამდე შემცირდება - Fitch-ის პროგნოზი

BM.GE

Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე უცვლელად შეინარჩუნა, პერსპექტივა – სტაბილური

Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე უცვლელად შეინარჩუნა, პერსპექტივა – სტაბილური

BM.GE

მთავრობა რეგიონებში მიუსაფარი ძაღლების იდენტიფიცირებისთვის 102,092 მიკროჩიპს ყიდულობს

მთავრობა რეგიონებში მიუსაფარი ძაღლების იდენტიფიცირებისთვის 102,092 მიკროჩიპს ყიდულობს

BM.GE