
წელს ქრთამის აღების ფაქტები 215%-ით გაიზარდა - 9 თვის საფინანსო, სამეწარმეო და სამოხელეო დანაშაულის სტატისტიკა
შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში რეგისტრირებული დანაშაულის საერთო მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.57%-ით გაიზარდა.
თუკი 2025 წლის 9 თვეში სულ 40 464 ფაქტი აღირიცხა, მიმდინარე წელს ამ რიცხვმა 44 742-ს მიაღწია, საიდანაც 32 949 საქმე გაიხსნა, რაც 73.64%-იან გახსნის მაჩვენებელს უტოლდება.
მონაცემების დეტალური ანალიზი ცხადყოფს, რომ ეკონომიკური პროფილის დანაშაულებებში უმეტესწილად ორნიშნა, რიგ შემთხვევებში კი სამნიშნა პროცენტული მატება ფიქსირდება.
დანაშაულის სახეობა 2026 წელი (9 თვე) 2025 წელი (9 თვე) ცვლილება (რაოდენობა / %) გახსნის მაჩვენებელი (2026) გადასახადისთვის თავის არიდება 540 500 +40 (+8.0%) 3.89% საბაჟო წესის დარღვევა / კონტრაბანდა 289 163 +126 (+77.3%) 84.43% უაქციზო საქონლის ბრუნვა 206 207 -1 (-0.48%) 94.66% უფლებამოსილების გადამეტება მოხელის მიერ 106 101 +5 (+4.95%) 6.60% ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის გასაღება 89 64 +25 (+39.06%) 7.87% უკანონო სამეწარმეო საქმიანობა 75 41 +34 (+82.93%) 58.67% ყალბი საკრედიტო/საბანკო ბარათები 70 72 -2 (-2.78%) 50.00% ფულის გათეთრება 57 40 +17 (+42.5%) 29.82% ქრთამის აღება 41 13 +28 (+215.38%) 73.17% კომერციული მოსყიდვა ბიზნესში 34 14 +20 (+142.86%) 79.41%
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საფინანსო სექტორში (მუხლები 214–219) წელს სულ 831 დანაშაული დაფიქსირდა, რაც წლიურად თითქმის 25%-იან ზრდას წარმოადგენს.
ამ სფეროში ყველაზე მეტი, 540 შემთხვევა, გადასახადებისთვის თავის არიდების ფაქტზეა რეგისტრირებული. წლიურ ჭრილში საქმეები 8%-ით გაიზარდა, თუმცა გახსნის მაჩვენებელი კვლავ მინიმალურია – სამართალდამცავებმა მხოლოდ 21 საქმის გახსნა შეძლეს.
მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა საბაჟო წესების დარღვევის შემთხვევებშიც. გასულ წელთან შედარებით ფაქტები 77.3%-ით, 289 შემთხვევამდეა გაზრდილი, თუმცა აქ გახსნის პროცენტი 84.43%-ია.
ყველაზე ნაკლები, 2 საქმე, მომხმარებლის მოტყუების მუხლით აღირიცხა, ხოლო ნულოვანი შემთხვევა დაფიქსირდა ეროვნული ვალუტის წესების დარღვევასა და უცხოურ ვალუტაში თანხის დაუბრუნებლობაზე.
სამეწარმეო სფერო და ფულის გათეთრების რისკები
სამეწარმეო და ეკონომიკურ საქმიანობაში (მუხლები 190–207²) წელს სულ 377 შემთხვევაა რეგისტრირებული, რაც წლიურად 19.3%-იან ზრდას ნიშნავს.
ყველაზე მეტი, 206 შემთხვევა უაქციზო საქონლის გამოშვება-შენახვა-გადაზიდვის მუხლით აღირიცხა. ეს მაჩვენებელი თითქმის 2025 წლის ანალოგიური პერიოდის დონეზე დარჩა (-0.48%), გახსნის წილი კი თითქმის 95%-ია.
83%-იანი ზრდა ფიქსირდება ლიცენზიის/ნებართვის გარეშე უკანონო სამეწარმეო საქმიანობის კატეგორიაში, სადაც რეგისტრირებული დანაშაულების რაოდენობამ 75 შეადგინა.
ასევე, 42.5%-ით მოიმატა ფულის გათეთრების საქმეებმა (57 შემთხვევამდე), მათ შორის გამოვლინდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი 2 ფაქტი. სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენება კი 2-დან 10-მდე გაიზარდა (+400%).
თითო-თითო შემთხვევაა აღრიცხული ისეთ მუხლებზე, როგორიცაა ინსაიდერული ინფორმაციის გამჟღავნება, ბუღალტრული აღრიცხვის დარღვევა და საწვავის ხარისხის ნორმების დარღვევა. ნულამდე დავიდა ცრუ მეწარმეობა და სახელმწიფო შესყიდვებში წესების დარღვევა
საფინანსო-საკრედიტო, კორპორაციულ და სამოხელეო სფეროებში რამდენიმე ტენდენცია გამოიკვეთა.
• ფულად-საკრედიტო სისტემაში ყველაზე მეტი საქმე ყალბი ფულისა და ფასიანი ქაღალდების დამზადება-გასაღებაზე მოდის – 89 შემთხვევა (+39.06% წლიურად). ამ საქმეთა გახსნის მაჩვენებელი წელს მხოლოდ 7.87%-ია. ყალბ პლასტიკურ ბარათებზე 70 საქმეა აღძრული (-2.78%), ხოლო ფასიანი ქაღალდების ბაზრის დარღვევებზე წელს არცერთი საქმე არ ფიქსირდება. • კერძო კომპანიების შიგნით ჩადენილ დანაშაულებში ყველაზე მეტია კომერციული მოსყიდვა – 34 შემთხვევა, რაც წინა წლის 14 ფაქტთან შედარებით 142.86%-იანი ზრდაა. • სამოხელეო დანაშაულებში ყველაზე მეტი შემთხვევა უფლებამოსილების გადამეტებაზე მოდის (106 საქმე), თუმცა ყველაზე მკვეთრი ცვლილება ქრთამის აღებამ აჩვენა – წელს 41 ფაქტი აღირიცხა, რაც გასული წლის მაჩვენებელს (13 შემთხვევა) 215.38%-ით აჭარბებს. საპირისპიროდ, მოხელეთა მხრიდან ბიზნესში უკანონო მონაწილეობის მუხლით წელს არცერთი საქმე არ დარეგისტრირებულა (შარშან 4 იყო).
BM.GE
წყარო: bm.ge