
ბიზნეს ცენტრ "დელისში" ხანძარია - "ფორმულამ" მაუწყებლობა შეწყვიტა
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ბიზნესცენტ "დელისში" ხანძარი გაჩნდა. აღნიშნულ შენობაშია ტელეკომპანია ფორმულაც, რომელმაც მაუწყებლობა დაკვამლიანების გამო შეწყვიტა.
როგორც BM.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე იმყოფებიან და ხანძარს აქრობენ.
"ფორმულას" ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ გუნდის ნაწილი შენობიდან ვერ გამოდის.
“ფორმულას” შენობაში ხანძარია. ყველა უწყებას გთხოვთ დაგვეხმაროთ! მაუწყებლობა შევწყვიტეთ. ჩვენი გუნდის ნაწილი გამოსვლას ვერ ახერხებს დაკვამლიანების გამო" - წერს ჟიჟილაშვილი. ჟურნალისტმა ვიდეოც გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ მეხანძრე მაშველები 17-ე სართულზე ავიდნენ და იქ მყოფებს სართულზე დარჩენისკენ მოუწოდეს, რადგან იქ ყოფნა უფრო უსაფრთხოა.
"ფორმულას" ჟურნალისტი ირაკლი კიკნაველიძე კი წერს: "22 ადამიანი ვართ 17-ე სართულზე თავმოყრილი ერთად ნიუსრუმში. მეხანძრეები მოვიდნენ და გვითხრეს რომ ჯერ ვერ გაგვიყვანენ, რადგან ძლიერი კვამლია ქვედა სართულებზე. ველოდებით დამატებით ძალებს".
BM.GE
წყარო: bm.ge