მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს, საპენსიო შენატანის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ბიზნესს ₾4,7 მილიონის ჯარიმა დაეკისრა
წელს, საპენსიო შენატანის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ბიზნესს ₾4,7 მილიონის ჯარიმა დაეკისრა

წელს, საპენსიო შენატანის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ბიზნესს ₾4,7 მილიონის ჯარიმა დაეკისრა

BM.GE22 ივლისი, 2026, 23:55|bm.ge

საპენსიო შენატანის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული ჯარიმების მოცულობა წელს რეკორდულად გაიზარდა.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ ივნისში კომპანიებს 2,1 მილიონი ლარის ჯარიმები დაეკისრა, 2026 წლის 6 თვეში კი ბიზნესიდან ჯარიმის სახით ამოღებული თანხა 4,7 მილიონ ლარს აჭარბებს, რაც გასული წლის ჯამურ მაჩვენებელსაც აღემატება.

საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის მიხედვით, გასულ წელს საპენსიო შენატანის განხორციელების/ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გადასახადის გადამხდელებმა 3,7 მილიონი ლარის ჯარიმა გადაიხადეს.

დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე კონტროლი გასულ წელს გამკაცრდა. 2025 წლის 1 მაისიდან დამსაქმებელი დარღვევისთვის პირველ ჯერზე 500 ლარით ჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში 1000 ლარით. ჯარიმას ემატება საურავიც.

აღსანიშნია, რომ დამსაქმებლებს, რომლებსაც სისტემური თუ ტექნიკური ხარვეზების გამო საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით ჯარიმები დაერიცხათ, უკვე აქვთ შესაძლებლობა საპენსიო ფონდში გაასაჩივრონ. რამდენიმე კვირის წინ საპენსიო ფონდში სტრუქტურული ერთეული შეიქმნა, რომელიც დაკისრებული ჯარიმების შესახებ დამსაქმებელთა საჩივრებს განიხილავს. როგორც ფონდში განგვიცხადეს, ამ დროისთვის მათთან შესული საჩივრების რაოდენობა 3 000-მდეა.

“საპენსიო ფონდში შეიქმნა პრეტენზიების განხილვის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 165​-ე მუხლის საფუძველზე, დამსაქმებელთათვის დაკისრებული ჯარიმების შესახებ დამსაქმებელთა საჩივრების მიღებას და განხილვას. შესაბამისად, დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია ჯარიმის გასაჩივრების მიზნით მიმართოს უშუალოდ საპენსიო ფონდს, საპენსიო ფონდის მისამართზე, ან აღნიშნული საჩივრები წარადგინოს იუსტიციის სახლების მეშვეობით, მთელი საქართველოს მასშტაბით.

აქვე განვმარტავთ, რომ დადგენილი წესით საჩივრის წარდგენა შეაჩერებს დამსაქმებლის მიმართ მხოლოდ დაკისრებულ ჯარიმასთან მიმართების სააღსრულებო წარმოებას. აქვე მოგახსენებთ, რომ საპენსიო ფონდის ფარგლებში საჩივრების განხილვის შიდაუწყებრივი მექანიზმის ამოქმედების შედეგად, ამ ეტაპისთვის, საპენსიო ფონდის მიერ მიღებულია 3000-მდე საჩივარი, რომელთა განხილვაც განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამსაქმებელთა ინტერესების ეფექტიანი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით”,-განმარტავენ საპენსიო ფონდში.

საგადასახადო ექსპერტების განმარტებით, ჯარიმების შემთხვევაში მთავარი პრობლემა საპენსიო სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის სისტემებს შორის არსებული ტექნიკური აცდენაა. ხშირ შემთხვევაში, ბიზნესი დეკლარაციას სისტემის მიერ მითითებული ზუსტი თეთრებით ავსებს, თუმცა საპენსიო სააგენტოს ბაზაში მონაცემები სხვაგვარად აისახება. სისტემა ავტომატურად, ადამიანური რესურსის ჩარევის გარეშე, აგენერირებს 500-ლარიან ჯარიმას, რომელიც ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებაზე ორმაგდება. პრობლემა განსაკუთრებით მძიმედ მცირე მეწარმეებს ეხებათ, რომლებსაც ხშირად არ ჰყავთ ბუღალტერი და ტექნიკური ხარვეზების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ მაშინ იგებენ, როცა მათ ანგარიშებს ყადაღა ედება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დიდმა ბრიტანეთმა ფიზიკური საიმიგრაციო დოკუმენტები ელექტრონული ვიზებით ჩაანაცვლა

დიდმა ბრიტანეთმა ფიზიკური საიმიგრაციო დოკუმენტები ელექტრონული ვიზებით ჩაანაცვლა

BM.GE

Google-მა Gemini-ს ახალი მოდელები წარადგინა

Google-მა Gemini-ს ახალი მოდელები წარადგინა

BM.GE

Amazon-ის დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი შესაძლოა „ლივერპულის“ თანამფლობელი გახდეს

Amazon-ის დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი შესაძლოა „ლივერპულის“ თანამფლობელი გახდეს

BM.GE

ვინ ქმნის საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვას? – 2026 წლის 6 თვის TOP ექსპორტიორები და იმპორტიორები

ვინ ქმნის საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვას? – 2026 წლის 6 თვის TOP ექსპორტიორები და იმპორტიორები

BM.GE