მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს საქართველოდან EU-ში ვიზიტები 31%-ით გაიზარდა
წელს საქართველოდან EU-ში ვიზიტები 31%-ით გაიზარდა

წელს საქართველოდან EU-ში ვიზიტები 31%-ით გაიზარდა

BM.GE17 მაისი, 2026, 03:20|bm.ge

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში 115.5 ათასი ვიზიტი შედგა. 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ვიზიტების რაოდენობა თითქმის 31%-ით არის გაზრდილი.

ამ მაჩვენებლით ევროკავშირის ქვეყნებს მხოლოდ თურქეთი უსწრებს, სადაც პირველ კვარტალში 172 ათასი ვიზიტი შედგა, მესამე ადგილზე 89 ათასი ვიზიტით რუსეთის ფედერაციაა.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, 2026 წლის I კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ 641 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც წლიურ ჭრილში 4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

აქედან რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 496 ათასი შეადგინა, რაც 2025 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.9%-ით მეტია. ამ ვიზიტებიდან 329 ათასი ტურისტული ტიპის იყო, რაც საქსტატის ინფორმაციით, წლიურ ჭრილში 1.7%-იანი ზრდაა.

I კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (35%) მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა, შემდეგ მოდის საყიდლები (32%), ხოლო მესამე ადგილზეა დასვენება და გართობა (20%).

საქსტატის ცნობითვე, პირველ კვარტალში ქართველებმა საზღვარგარეთ 629 მლნ ლარი დახარჯეს, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 31%-ით მეტია. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2025 წლის I კვარტალთან შედარებით 27%-ით 1 268 ლარამდე გაიზარდა.

ხარჯი ასე გადანაწილდა:

• საყიდლები - 522 ლარი; • კვება - 302 ლარი; • განთავსება - 181 ლარი; • ადგილობრივი ტრანსპორტი - 130 ლარი; • გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები - 60 ლარი;

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გერმანიის წინააღმდეგობის ფონზე ევროკავშირმა კანადა "ასოცირებული წევრობის" დეკლარაციიდან ამოიღო

გერმანიის წინააღმდეგობის ფონზე ევროკავშირმა კანადა "ასოცირებული წევრობის" დეკლარაციიდან ამოიღო

BM.GE

აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შემდეგ, რუსულმა ნავთობქარხნებმა წარმოება გაზარდეს

აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შემდეგ, რუსულმა ნავთობქარხნებმა წარმოება გაზარდეს

BM.GE

დარჩელის N2 საჯარო სკოლას რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება

დარჩელის N2 საჯარო სკოლას რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება

BM.GE

ლევან ჟორჟოლიანი Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს?

ლევან ჟორჟოლიანი Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს?

BM.GE