
წელს, საქართველომ საყოფაცხოვრებო ქაღალდის იმპორტში $5 მლნ გადაიხადა - სად ვყიდულობთ/ვყიდით?
საქართველომ ტუალეტის ქაღალდის, ხელსახოცებისა და მსგავსი საყოფაცხოვრებო ქაღალდის იმპორტი გაზარდა, ექსპორტი კი შემცირდა.
საქსტატის საგარეო ვაჭრობის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში აღნიშნული პროდუქციის იმპორტმა 5.4 მილიონი დოლარის 4 334 ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ღირებულებაში 9.1%-იანი, ხოლო მოცულობაში 14%-იანი ზრდაა.
ამ პერიოდში საქართველოს მთავარი მომწოდებელი თურქეთი იყო, საიდანაც 5 მილიონი დოლარის ღირებულების 4 029 ტონა საყოფაცხოვრებო ქაღალდის პროდუქცია შემოვიდა. მას მოჰყვებიან ბელარუსი – 251 ათასი დოლარი (227 ტონა), ინდონეზია – 82 ათასი დოლარი (73 ტონა), იტალია – 12 ათასი დოლარი (3 ტონა) და გერმანია – 2.8 ათასი დოლარი (200 კილოგრამი).
პარალელურად, შემცირდა აღნიშნული სავაჭრო ჯგუფის ექსპორტი. 2026 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოდან ექსპორტზე 92.6 ათასი დოლარის ღირებულების 81 ტონა პროდუქცია გავიდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტმა 165.2 ათასი დოლარი და 127 ტონა შეადგინა. შედეგად, ექსპორტი ღირებულებაში 43.9%-ით, ხოლო მოცულობაში 36.2%-ით შემცირდა.
საქსტატის მონაცემებით, წელს, საყოფაცხოვრებო ქაღალდის მთელი ექსპორტი მხოლოდ ერთ ბაზარზე – სომხეთში განხორციელდა.
BM.GE
წყარო: bm.ge