მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს საქართველოში კვერცხის იმპორტი 28-ჯერ გაიზარდა|მიზეზი
წელს საქართველოში კვერცხის იმპორტი 28-ჯერ გაიზარდა|მიზეზი

წელს საქართველოში კვერცხის იმპორტი 28-ჯერ გაიზარდა|მიზეზი

BM.GE18 სექტემბერი, 2026, 13:19|bm.ge

„მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ („კოდა“, „კუმისი“,„დილა“,„სავანეთი“) თავმჯდომარე, "კუმისის" თანადამფუძნებელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი ქვეყანაში კვერცხის იმპორტის ზრდის მიზეზად მეზობელ თურქეთში ჭარბ წარმოებას ასახელებს, რომელიც საქართველოში შემოდის.

საქმე ისაა, რომ წელს კვერცხის იმპორტი თითქმის 28-ჯერ არის გაზრდილი. 2026 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში სასურსათო ქათმის კვერცხის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა. საქართველომ 1.36 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 18.8 მილიონი ცალი კვერცხი შეიძინა, მაშინ, როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში მხოლოდ 36.3 ათასი დოლარის 683 ათასი კვერცხი შემოვიდა. 2026 წლის პირველ 7 თვეში იმპორტირებული კვერცხის უდიდესი ნაწილი თურქეთზე მოდის - 1.2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 17.4 მილიონი ცალი. დარჩენილი ნაწილი, 146.7 ათასი აშშ დოლარის 1.46 მილიონი კვერცხი, საქართველომ ბელარუსიდან იყიდა.

როგორც ზურაბ უჩუმბეგაშვილი განმარტავს, გასულ წელს თურქეთი ძირითადად აშშ-ში ყიდდა კვერცხს, წელს კი ძირითადი ბაზარი კვლავ საქართველო გახდა. მისივე ინფორმაციით, იმპორტული პროდუქტის დაბალი ფასი ადგილობრივი წარმოებისთვის გამოწვევაა.

"შარშან, ფაქტობრივად, იმპორტი არ გქონდა, ნოემბრის ბოლომდე, დეკემბრამდე, იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთმა თავისი წარმოება, რადგან ჭარბი იყო, უშვებდა შეერთებულ შტატებში. აშშ-ში იყო ფრინველის გრიპი, დიდი ბაზარიც იყო, ძვირი ბაზარიც იყო და უშვებდნენ იქით. წელს დალაგდა ამერიკაში სიტუაცია, თურქეთი დარჩა ისევ თავის საზღვრებში და, შესაბამისად, ჭარბი წარმოება რაც არის, წამოვიდა ისევ საქართველოსკენ. რადგან ეს არის ჭარბი წარმოება თურქეთის და არასამართლიანი ფასით არის შემოსული, შესაბამისად, უფრო იაფი ღირს, ვიდრე ჩვენი თვითღირებულებაა და პრობლემასაც გვიქმნის, მაგრამ ჩვენ მაინც გვაქვს ჩვენი ძალების იმედი და არაფერი გართულება ამ ეტაპზე არა გვაქვს. ეს გვიჭირს, თორემ სხვა ჯერჯერობით საგანგაშო არაფერი არ არის", - აცხადებს ასოციაციის თავმჯდომარე.

მისივე ინფორმაციით ფასები სტაბილურია, წლის ჭრილში კი კვერცხის წარმოების 5-6%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

"ფასების კუთხით სტაბილურობაა იქიდან გამომდინარე, რომ ლარს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ლარი მყარია უკვე საკმაოდ დიდი ხანია და ძალიან კარგი ფასი აქვს მარცვლეულს, ანუ ამ ეტაპზე ხორბალი იმხელაზე იაფი ღირს, რომ ყველა სხვა, რაც გვაქვს ხელშემშლელი (საწვავის ფასი, მუშახელი...) ამან გაანეიტრალა

შარშან იყო 693 მილიონი და წლიური წარმოება წელს, დიდი ალბათობით, 700 მილიონს გასცდება. ანუ, გვექნება, ალბათ, ერთი, სადღაც 5-6-პროცენტიანი ნამატი", - აცხადებს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Odoo-ს ახალი პარტნიორი საქართველოში: Caucasus ERP კავკასიის ბიზნესს ERP სისტემის დანერგვას სთავაზობს

Odoo-ს ახალი პარტნიორი საქართველოში: Caucasus ERP კავკასიის ბიზნესს ERP სისტემის დანერგვას სთავაზობს

BM.GE

2025 წელს ქვეყანაში მეცნიერულ კვლევებზე ₾282 მლნ ლარი დაიხარჯა | საქსტატი

2025 წელს ქვეყანაში მეცნიერულ კვლევებზე ₾282 მლნ ლარი დაიხარჯა | საქსტატი

BM.GE

„ლოტუს იმპექტ ფაინენსი“ მიკრობანკ „კრისტალის“ წილს ყიდულობს

„ლოტუს იმპექტ ფაინენსი“ მიკრობანკ „კრისტალის“ წილს ყიდულობს

BM.GE

თბილისში GEELY Nev Centre Georgia ოფიციალურად გაიხსნა

თბილისში GEELY Nev Centre Georgia ოფიციალურად გაიხსნა

BM.GE