მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს სარძევე ჯირკვლის სკრინინგი 28 000-მდე მოქალაქემ ჩაიტარა - მერიის პროგრამის დეტალები
წელს სარძევე ჯირკვლის სკრინინგი 28 000-მდე მოქალაქემ ჩაიტარა - მერიის პროგრამის დეტალები

წელს სარძევე ჯირკვლის სკრინინგი 28 000-მდე მოქალაქემ ჩაიტარა - მერიის პროგრამის დეტალები

BM.GE7 ოქტომბერი, 2026, 14:55|bm.ge

თბილისის მერიის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, წლის დასაწყისიდან დღემდე სარძევე ჯირკვლის სკრინინგი 28 ათასამდე მოქალაქემ ჩაიტარა და ჯამში 34 675 შემთხვევა დაფინანსდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მერმა მოსახლეობას მუნიციპალური პროგრამით სარგებლობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დაფინანსებული შემთხვევების 97% „ეროვნულ სკრინინგ ცენტრზე“ მოდის.

მისივე თქმით, „ვარდისფერი ოქტომბრის“ - ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვის ფარგლებში - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება ადრეული დიაგნოსტიკის შესახებ.

„კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ყველას, გამოიყენეთ აღნიშნული პროგრამა, ისარგებლეთ ამ კვლევებით, რათა დაიცვათ თქვენი, თითოეული ქალის ჯანმრთელობა. ჩვენ გვაქვს პროგრამები, რომლებიც პრევენციულ ხასიათს ატარებს, ამცირებს რისკებს და გაწვდით ინფორმაციას თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ სარძევე ჯირკვლის კიბო, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაციის კიბოა. შესაბამისად, დროული დიაგნოსტიკა და სიმპტომების გამოვლენამდე სკრინინგული კვლევის რეგულარულად ჩატარება, დაავადების განვითარებისა და ლეტალობის რისკის შემცირების წინაპირობაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვის შეუძლია პროგრამით სარგებლობა და რას მოიცავს ის:

მუნიციპალური პროგრამით სარგებლობა 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ.

პროგრამა ითვალისწინებს:

• მამოლოგთან კონსულტაციასა და გასინჯვას; • მამოგრაფიულ კვლევას; • პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში - ულტრაბგერით გამოკვლევას, ბიოფსიური მასალის აღებასა და ციტოლოგიას.

თბილისის მერიის აღნიშნულ პროგრამას „ეროვნული სკრინინგ ცენტრის“ დიდუბის, გლდანის, საბურთალოსა და ვარკეთილის ფილიალების გარდა, რამდენიმე სხვა სამედიცინო დაწესებულებაც ახორციელებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მერია

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 46 სტატია.

  • ქუთაისის მერი ბინის აფეთქებაზე: საჭირო გახდება კორპუსიდან 15 ოჯახის გაყვანაფორმულა
  • მერი არ არის გამომძიებელი — კახა კალაძე 41 მილიონის მითვისების საქმეზენეტგაზეთი
  • მეტროს 41 მილიონის სავარაუდო მითვისებაში ბრალდებული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მერიის მაღალჩინოსანი ხელმძღვანელობდატვ პირველი
  • კახა კალაძე: ტყუილები, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს, თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში ნეგატიური მუხტის გაჩენას ემსახურებარუსთავი 2
მერია →

მსგავსი სტატიები

"სოკარ ჯორჯია გაზი" ქუთაისში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს

"სოკარ ჯორჯია გაზი" ქუთაისში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს

BM.GE

გიორგი გელაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა

გიორგი გელაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა

BM.GE

ბიტკოინის ფასი ბოლო ორი წლის მინიმუმამდე დაეცა

ბიტკოინის ფასი ბოლო ორი წლის მინიმუმამდე დაეცა

BM.GE

ჰაკერებმა FBI-ის კრიმინალური ინფორმაციის ბაზა გატეხეს - CNN

ჰაკერებმა FBI-ის კრიმინალური ინფორმაციის ბაზა გატეხეს - CNN

BM.GE