მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს, შუა დერეფნით ჩინეთიდან ევროპისკენ საკონტეინერო გადაზიდვები $500-ით გაძვირდა|TCRC
წელს, შუა დერეფნით ჩინეთიდან ევროპისკენ საკონტეინერო გადაზიდვები $500-ით გაძვირდა|TCRC

წელს, შუა დერეფნით ჩინეთიდან ევროპისკენ საკონტეინერო გადაზიდვები $500-ით გაძვირდა|TCRC

BM.GE10 ივლისი, 2026, 12:39|bm.ge

ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილური ვითარების გამო, მიმდინარე წლის დასაწყისიდან შუა დერეფნით, ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვების ღირებულება ეტაპობრივად იზრდება - ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი (TCRC) იტყობინება.

კერძოდ, ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, შუა დერეფნით, ჩინეთის საკონტეინერო სიანის ტერმინალიდან, ყაზახეთის გავლით, ბაქოსთან განლაგებულ ალიათის ნავსადგურამდე 40-ფუთიანი კონტეინერის გადაზიდვის ღირებულება თითქმის 500 დოლარით გაიზარდა.

„ივნისში 40-ფუთიანი კონტეინერის გადაზიდვის ტარიფი აღნიშნულ მარშრუტზე 6450-დან 6900 დოლარამდე მერყეობდა, მაისში – 6400-დან 6800 დოლარამდე, აპრილში – 6300-დან 6700 დოლარამდე, ხოლო მარტში – 6000-დან 6500 დოლარამდე.

ფაქტობრივად, ბოლო ოთხ თვეში გადაზიდვის ტარიფი 500 დოლარამდე გაიზარდა. არსებობს მოლოდინი, რომ გადაზიდვის ტარიფები შემდგომშიც გაიზრდება“, - აცხადებენ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში და აღნიშნავენ, რომ რეგიონში მიმდინარე კონფლიქტი სატრანსპორტო კომპანიებს აიძულებს, ტრანსპორტირების ალტერნატიული გზები ეძიონ. ამასთანავე, გადამზიდავები აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სატრანსპორტო ხარჯები საწვავისა და დაზღვევის ხარჯების ზრდის გამო გაიზარდა.

„მსხვილი ექსპედიტორების შეფასებით, საკონტეინერო გადაზიდვების ღირებულება მცირე ოპერატორებს, შესაძლოა, მითითებული დიაპაზონის ზევით, 5–10%-ით უფრო ძვირი დაუჯდეთ.

გადამზიდავების მონაცემებით, ივნისში ჩინეთის სიანიდან თბილისის ტერმინალებამდე 40-ფუთიანი კონტეინერების გადაზიდვის ტარიფი 200-300 აშშ დოლარით გაიზარდა და ღირებულებამ 6800 – 7100 აშშ დოლარის დიაპაზონში შეადგინა.

გადამზიდავების ინფორმაციით, ივნისში მარშრუტზე სიანი-ალტინკოლი-აქთაუ-ალიათის მიმართულებით საკონტეინერო ბლოკმატარებლის სატრანზიტო დრო საშუალოდ 14-18 დღეს შეადგენს.

გადამზიდავების ინფორმაციით, „შუა დერეფნის მარშრუტზე შეფერხებები ხშირად არა მხოლოდ კასპიის ზღვაზე არსებული ამინდის პირობების, არამედ სატრანზიტო ქვეყნების საზღვრებზე ხანგრძლივი შემოწმებების გამო წარმოიქმნება“.

ივნისში სიანიდან თურქეთის ამბარლისა და მერსინის პორტებში, აფშერონის/ალიათის გავლით, ტვირთის გადაზიდვის ღირებულება 40-ფუთიან კონტეინერზე ერთ თვეში 7000-7800 აშშ დოლარის დიაპაზონიდან 7100-7900 აშშ დოლარამდე გაიზარდა“, - ნათქვამია TCRC-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციაში ლოგიკურ კითხვამდე მიდიან - ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილური ვითარების ფონზე, ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით შუა დერეფნით საკონტეინერო გადაზიდვების ღირებულების ზრდა ხომ არ გამოიწვევს საქართველოზე გამავალი დერეფნის მიმზიდველობის დაქვეითებას, თუმცა პასუხი ამ საკითხზე მათ ინფორმაციაში არ არის.

TCRC-ის ინფორმაციით, სახმელეთო დერეფნებით ტვირთების მიღების, გაგზავნისა და დამუშავების მიზნით, ჩინეთში მრავალი მსხვილი ტერმინალი ფუნქციონირებს. მათ შორის გამოსაყოფია „პირველი ეშელონის“ – სიანში, ჩენჩჟოუში, ჩენდუში, ჩუნცინსა და იუში მოქმედი ხუთი ყველაზე მსხვილი ტერმინალი.

მათივე ინფორმაციით, 2025 წელს მხოლოდ ამ ხუთ ტერმინალზე მოდიოდა სხვადასხვა დერეფნით დამუშავებული ბლოკმატარებლების 42%, დანარჩენი საკონტეინერო ნაკადის დამუშავება კი „მეორე ეშელონის“ ტერმინალებით ხორციელდებოდა.

„პრაქტიკულად, წარმოდგენილ ხუთ ტერმინალში ხდება საკონტეინერო ბლოკმატარებლების ფორმირება და დასავლეთის მიმართულებებით გაგზავნა, ასევე იქიდან რევერსული ტვირთის მიღება", - აღნიშნავენ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ერდოღანმა NATO-ს ლიდერებს რევოლვერები აჩუქა, თუმცა მათ ნაწილს საჩუქრის ანკარაში დატოვება მოუწია

ერდოღანმა NATO-ს ლიდერებს რევოლვერები აჩუქა, თუმცა მათ ნაწილს საჩუქრის ანკარაში დატოვება მოუწია

BM.GE

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - "ასკანგელ ალიანსი" ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - "ასკანგელ ალიანსი" ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

BM.GE

"ეს მოდელი უზრუნველყოფს პარტნიორების მრავალფეროვნებას" - კობახიძე ანაკლიის პორტის ახალ კონცეფციაზე

"ეს მოდელი უზრუნველყოფს პარტნიორების მრავალფეროვნებას" - კობახიძე ანაკლიის პორტის ახალ კონცეფციაზე

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE