მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "წინსვლა დაბალი მოსწრების მოსწავლეთა შედეგების ზრდამ განაპირობა" - რას აჩვენებს PISA 2025-ის შედეგები
"წინსვლა დაბალი მოსწრების მოსწავლეთა შედეგების ზრდამ განაპირობა" - რას აჩვენებს PISA 2025-ის შედეგები

"წინსვლა დაბალი მოსწრების მოსწავლეთა შედეგების ზრდამ განაპირობა" - რას აჩვენებს PISA 2025-ის შედეგები

BM.GE9 სექტემბერი, 2026, 22:36|bm.ge

გიმნაზია "შავნაბადას" დირექტორის შეფასებით, PISA 2025-ის შედეგებში ქართველი მოსწავლეების ცოდნის გაუმჯობესება, ძირითადად, დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესების ხარჯზე მოხდა, მაშინ როდესაც მაღალი უნარების მქონე მოსწავლეთა წილი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ამის შესახებ ავთო აბდუშელიშვილმა "საქმიანი დილის ეთერში" PISA 2025-ის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

"რამ განაპირობა თავად გაუმჯობესება: ერთ-ერთი არის დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესება. მეორე მხრივ, გამოწვევად რჩება ისევ ის, რომ მაღალი აკადემიური უნარების მქონე მოსწავლეების შედეგები არ გაუმჯობესებულა, ეს მაჩვენებელი 0.8%-ია. შესაბამისად, ჩვენი წინსვლა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ეს განპირობებულია დაბალი აკადემიური უნარების მქონე მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებით გასულ წლებთან შედარებით", - აცხადებს აბდუშელიშვილი.

გიმნაზია "შავნაბადას" დირექტორის თქმით, კვლევა ცხადყოფს ქართველი მოსწავლეების მაღალ პოტენციალს შესაბამისი გარემო პირობების შექმნის შემთხვევაში. ამის დასტურია კერძო სკოლების მონაცემები, სადაც, მაგალითად, მათემატიკის საშუალო ქულა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს უტოლდება.

მიუხედავად პოზიტიური ძვრებისა, ეროვნულ დონეზე სურათი კვლავ საგანგაშო რჩება, რადგან მოსწავლეთა უმრავლესობა მინიმალურ კომპეტენციასაც ვერ აკმაყოფილებს:

"ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება, რომ ჩვენი მოსწავლეების 61% კითხვაში საბაზო დონეს ვერ აღწევს, მათემატიკაში - 53%, ხოლო საბუნებისმეტყველო მიმართულებით - 45%. ეს სამივე კომპონენტი რომ გავაერთიანოთ, მოსწავლეთა 73% სამივეს ერთად ვერ აკმაყოფილებს. ეს გამოწვევად რჩება და სისტემური მუშაობაა საჭირო. თუმცა ის, რომ გვაქვს პოზიტიური ძვრა და საკმაოდ კარგი ნაბიჯი გადაიდგა, ამას შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება სჭირდება", - განაცხადა ავთო აბდუშელიშვილმა.

სპეციალისტის შეფასებით, მიუხედავად ზოგადი ზრდისა, სისტემის მთავარ გამოწვევად კვლავ წაკითხულის გააზრება რჩება, სადაც პროგრესი ყველაზე დაბალი - 10 ქულა იყო. აბდუშელიშვილი ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის პრობლემა, არამედ მთელი სასკოლო სისტემის პასუხისმგებლობაა.

ის აღნიშნავს, რომ გააზრების პროცესს ხშირად თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის უკონტროლო გამოყენება აფერხებს.

"ტექნოლოგიების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა დღეს ერთ-ერთ გამოწვევად რჩება მათი არასწორად გამოყენება. სამწუხაროდ, ბავშვებში არის პრაქტიკა, როდესაც დავალებების შესასრულებლად ხშირად მიმართავენ ხელოვნურ ინტელექტს, რაც, რა თქმა უნდა, გააზრების პრობლემას ქმნის. ის, რაც თავად შენ უნდა გაიაზრო და გონება ავარჯიშო, ამას აკეთებს ხელოვნური ინტელექტი, რაც ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია განვითარების ამ მიმართულებით", - აღნიშნა გიმნაზია "შავნაბადას" დირექტორმა.

აბდუშელიშვილის განცხადებით, გამოწვევების დასაძლევად აუცილებელია სასწავლო პროგრამების გადახალისება და მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული მხარდაჭერა, რასაც სისტემური ფინანსური რესურსი სჭირდება.

"საუბარია მეტი თანხის დახარჯვაზე განათლებაში, თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რომ მეტი თანხა ავტომატურად არ ნიშნავს უკეთეს შედეგს. დახარჯვას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მიმართულებები. მაგალითად, ერთჯერადი ტრენინგების ჩატარება არ არის ისეთი ეფექტური, როგორც სისტემური მიდგომა მასწავლებლებთან, მათი პრაქტიკის მხარდაჭერა და მოსწავლეებთან მუდმივი სწორი კომუნიკაცია", - ამბობს აბდუშელიშვილი.

PISA 2025: ქართველი მოსწავლეების შედეგები მათემატიკაში, მეცნიერებასა და კითხვაში გაუმჯობესდა

საერთაშორისო კვლევის - PISA 2025-ის თანახმად, ქართველი მოსწავლეების შედეგები სამი ძირითადი მიმართულებით გაუმჯობესდა: მათემატიკაში ცოდნა საშუალოდ 416 ქულით შეფასდა (26 ქულით მეტი 2022 წელთან შედარებით), საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში - 422 ქულით (+38 ქულა), ხოლო წაკითხულის გააზრებაში - 384 ქულით (+10 ქულა).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • ევროპარლამენტარი ბრანისლავ ონდრუში არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: შედეგები აჩვენებს, რომ გერმანიის ბევრ ნაწილში ადამიანებს სურთ, ბრიუსელს გაუგზავნონ გზავნილი, რომ მათ ევროპული პოლიტიკის ცვლილება სურთ - ეს არის პროტესტი იმ მიდგომის წინააღმდეგ, რომელიც ევროკავშირს აქვს მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ, მათ შორის, საქართველოს მიმართაციმედი
  • ფრიდრიხ მერცმა არჩევნების შედეგების გამო პარტიაში კრიზისული შეხვედრა მოიწვიაფორმულა
  • განხორციელებული ინვესტიციებისა და საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგები აისახება სექტორის მაჩვენებლებზე - 2026 წელს რეკორდული დინამიკა გვაქვს როგორც საზღვაო და სარკინიგზო, ისე საავიაციო მიმართულებით - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
  • მედლები და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები | ქართველი ძიუდოისტების შედეგები ლოზანის გრანდ სლემზეტვ პირველი
შედეგები →

მსგავსი სტატიები

საშემოსავლო გადასახადის ზრდაა მთავარი ინდიკატორი, თუ როგორ აისახება ეკონომიკური ზრდა მოქალაქეებზე - კაკაურიძე

საშემოსავლო გადასახადის ზრდაა მთავარი ინდიკატორი, თუ როგორ აისახება ეკონომიკური ზრდა მოქალაქეებზე - კაკაურიძე

BM.GE

როდესაც დეველოპერი ბანკის საქმეს აკეთებს, რა თქმა უნდა, რისკები ჩნდება - "არსი" შიდა განვადებებზე

როდესაც დეველოპერი ბანკის საქმეს აკეთებს, რა თქმა უნდა, რისკები ჩნდება - "არსი" შიდა განვადებებზე

BM.GE

მარტა კოსის თქმით, კანდიდატმა ქვეყნებმა MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ

მარტა კოსის თქმით, კანდიდატმა ქვეყნებმა MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ

BM.GE

შევა თუ არა აგროთანადაფინანსების ახალ პროგრამაში ცვლილებები? - სამინისტროს განმარტება

შევა თუ არა აგროთანადაფინანსების ახალ პროგრამაში ცვლილებები? - სამინისტროს განმარტება

BM.GE